ბორჯღალოსნები Guinness Six Nations მიერ ორგანიზებულ ტურნირში "შემოდგომის ერთა თასი 2020" იასპარეზებენ
სპორტი - 17:27, 10 Sep, 2020     2211
საქართველოს რაგბის კავშირის მირ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები Guinness Six Nations მიერ ორგანიზებულ ტურნირში "შემოდგომის ერთა თასი 2020" ისაპარეზებს.

"სიხარულით გვინდა ვაუწყოთ ქართული რაგბისა და სპორტის მოყვარულებს, ფართო საზოგადოებას – დატვირთული მოლაპარაკებების შედეგად საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენი მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდი წელს ნოემბრის მეორე ნახევრიდან მონაწილეობას მიიღებს „შემოდგომის ერთა თასი 2020“-ის გათამაშებაში, სადაც პატივი ექნება ეთამაშოს მსოფლიო რაგბის ისეთ გრანდებს, როგორიცაა ინგლისი, ირლანდია, უელსი და სხვ.

მაშინ, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო, რომელმაც უამრავი პრობლემა შეუქმნა მთელ მსოფლიოს, მათ შორის სპორტს და, კერძოდ, რაგბის, გაუქმებულია თითქმის ყველა საერთაშორისო ტურნირი და ტესტ-მატჩი, ქვეყნების უმრავლესობაში შიდა ჩემპიონატებიც კი ვერ დაუწყიათ, ამ დონის ტურნირზე მოწვევა ქართული რაგბისთვის უდაოდ დიდი აღიარებაა. დღეს ასრულდა ქართული სარაგბო თემის მრავალი თაობის და გულშემატკივრების ოცნება, დაფასდა ყველა თაობის მოთამაშეების, მწვრთნელების და სპეციალისტების თავდაუზოგავი შრომა და თავდადება.

ამ ტურნირში მონაწილეობის შანსი საქართველოს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც იაპონიამ კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემების გამო უარი თქვა ევროპაში ჩამოსვლაზე. გაჩენილ ვაკანსიაზე „6 ერის“ მესვეურებს საკმაო არჩევანი ჰქონდათ. გავიხსენოთ თუნდაც ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციები. საბედნიეროდ, საბოლოო არჩევანი საქართველოზე გაკეთდა, რისთვისაც „6 ერს“ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ. მადლობა ეკუთვნის „მსოფლიო რაგბისაც“ საქართველოს მხარდაჭერისთვის. სიტყვამ მოიტანა და გვინდა ავღნიშნოთ, რომ „მსოფლიო რაგბის“ არაერთ ფორუმზე გაჟღერებულა, რომ საქართველოს რაგბის კავშირის, მთავრობის, კერძო სექტორის და „მსოფლიო რაგბის“ თანამშრომლობა შეიძლება განვიხილოთ როგორც ცალკე აღებულ ქვეყანაში რაგბის წარმატებული განვითარების ერთერთი საუკეთესო მაგალითი. ამ ჯერზეც ასე მოხდა. საქართველოს რაგბის კავშირი „6 ერთან“ მოლაპარაკებებს მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციით აწარმოებდა, რაშიც „მსოფლიო რაგბი“ გვეხმარებოდა. რასაკვირველია, გადამწყვეტი „6 ერის“ სიტყვა იყო და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ სრულფასოვანი მოსამზადებელი პერიოდისა და სათამაშო პრაქტიკის არქონის პირობებში, ძალიან რთული იქნება მსოფლიოს გრანდებთან პაექრობა და მაღალი ხარისხის თამაშის ჩვენება. თუმცა, ერთ რამეზე ყველა ვთანხმდებით – ჩვენი საამაყო ბორჯღალოსნები მოედანზე ყოველთვის საბრძოლველად გადიან და თავი არასოდეს არ დაუზოგავთ. ეჭვი არ გვეპარება, რომ ახლაც ასე იქნება.

ასეთ ტურნირში მონაწილეობა თავისთავად უდიდესი პატივი და ქართული რაგბის აღიარებაა. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მოგვცემს შანსს მივუახლოვდეთ „6 ერს“ და ერთ დღეს შევუერთდეთ მსოფლიოში ამ ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს. ამ შეჯიბრში მონაწილეობით, მივიღებთ ფასდაუდებელ გამოცდილებას, როგორც სპორტული, ასევე სატურნირო მენეჯმენტის თვალსაზრისით. „შემოდგომის ერთა თასი 2020“ უამრავ ბავშვს მოიყვანს საქართველოში სარაგბო მოედნებზე და სერიოზულ ზეგავლენას იქონიებს ჩვენს ქვეყანაში რაგბის განვითარებაზე მომავალში.

დასასრულს გვინდა ქართული რაგბისთვის ამ ღირსშესანიშნავ დღეს გამოვხატოთ ჩვენი დიდი მადლიერება ყველა იმ ორგანიზაციისა თუ პიროვნების მიმართ, ვინც შეძლებისდაგვარად, ფინანსურად თუ სხვა ფორმით, გვერდში ედგა ქართულ რაგბის. წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის მზარდი ფინანსური დახმარების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა სპორტის ჩვენი საახეობის წარმატებები, რისთვისაც გულწრფელ მადლობას ვიხდით. ცალკე აღნიშნვის ღირსია საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და მისი დამფუძნებლის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ღვაწლი ქართული რაგბის განვითარებასა და წინსვლაში. მისი მრავალმილიონიანი ინვესტიციები სარაგბო ინფრასტრუქტურასა და სხვა მრავალ პროექტში მსოფლიოს მასშტაბით აღმოჩნდა უნიკალური, რაც შეუმჩნეველი არც „მსოფლიო რაგბისთვის“ დარჩენილა და 2014 წელს, ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე, ბატონ ბიძინას გადაეცა სპეციალური პრიზი რაგბის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. რასაკვირველია, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს საყვარელ გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის, ერთგულებისა და მოთმინებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ ქართულ რაგბის," - ნათქვამია რაგბის კავშირის ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42