90–იანების მიწურულსა და 2000–იანების დასაწყისში ბრიტნი სპირსი რომ ამომავალი ვარსკვლავი იყო ამაზე არავინ დაობს. მისი მუსიკალური კარიერა დიდი ტემპით ვითარდებოდა და წინ მიიწევდა, მან მსახიობობაც სცადა და ფილმშიც მიიღო მონაწილეობა.
თუმცა, მისი კარიერა ერთი ხელის მოსმით ჩამოიშალა, აღარც მუსიკა და აღარც კინო. მას დაენგრა ოჯახი და ორი შვილი მამას დარცა. თავად სპირსი კი წლების მანძილზე ფსიქიატრების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობდა.
ალკოჰოლი და ნარკოტიკი – ვარსკვლავმა უარი არაფერზე თქვა, რამაც როგორც მისი კარიერის, ასევე ოჯახის დანგრევა განაპირობა.
ამჯერად მომღერალი, უკვე რამდენიმე წელია თავს კარგად გრძნობს და ძალების მოკრებას კვლავ ცდილობს. პაპარაცებმა ის კალიფორნიის ქუჩებში, „სტარბაქსის“ ყავით ხელში დააფიქსირეს.
სოციალურ ქსელში კი ამ ფოტოებზე წერენ, რომ სპირისი ყველაზე არავარსკვლავური ვარსკვლავია.






მასალის გამოყენების პირობები






