შაქარაშვილის საქმე თავდაყირა დგება: "ხატისკაცმა დაკითხვისას აღიარა, რომ ახვლედიანმა და ამირხანაშვილმა ის დაარწმუნეს, პოლიციაში არ დაერეკა"
სამართალი - 13:09, 10 Sep, 2020     7749

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ლ.შ.-ს ადვოკატის ზაქრო გვიშიანის განცხადებით, მარიამ ხატისკაცმა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას აღნიშნა, რომ ვახო ახვლედიანმა და გურამ ამირხანაშვილმა ის დაარწმუნეს, პოლიციაში არ დაერეკა, რადგან დაკარგული გიორგი შაქარაშვილი გამოჩნდებოდა.

„მარიამ ხატისკაცმა თქვა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ლ.შ.-ს იცნობს, ადრეც შეხვედრია და შეხვდა ანა გაბეჩავას წინა იუბილეზე ერთი წლის წინ. დადებითად ახასიათებს, რაც შეეხება კონფლიქტს, ის არცერთ ეპიზოდში არ შესწრებია და მხოლოდ გაშველების მომენტი დაინახა, აგარაკზე, კიბეების ეპიზოდში.


შემდგომში ისინი წავიდნენ ლისზე, გაიგო რომ ბიჭი იყო დაკარგული, გიორგი შაქარაშვილი, წვეულების ერთ-ერთი სტუმარი. მან ჩემს კითხვაზე, ჰქონდა თუა არა სურვილი, რომ პოლიციაში დაერეკა, მიპასუხა, რომ ძალადობით და იძულებით არა, მაგრამ მიმოწერა ჰქონდა ვახო ახვლედიანთან და გურამ ამირხანაშვილთან, ისინი ეუბნებოდნენ, რომ პრობლემა არ იქნებოდა, გამოჩნდებოდა, რასაც უფრო თხოვნის სახე ჰქონდა - გამოჩნდებოდა და არ იყო საჭირო პოლიციაში დაერეკა. მათ სთხოვეს, გადაარწმუნეს რომ პოლიციაში არ დაერეკა. იმავე საღამოს, როცა ის წავიდა ლისზე და შემდეგ თემქაზე, ამირხანაშვილთან და ახვლედიანთან საუბრისას სთხოვეს, რომ იპოვიდნენ და სანერვიულო არაფერი იყო. ამიტომ არ დარეკა პოლიციაში ხატისკაცმა“,- განაცხადა გვიჩიანმა "ინტერპრესნიუსთან".

.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42