გალტ & თაგარტი ბიზნესებს მეზანინ დაფინანსების მოპოვებაში დაეხმარება
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:47, 10 Sep, 2020     1006

10 სექტემბერი, 2020 - საინვესტიციო ბანკი გალტ & თაგარტი, ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, მათ მეზანინ დაფინანსების მოპოვებაში მხარდაჭერას სთავაზობს. მეზანინ დაფინანსება შუალედური პროდუქტია სესხსა და საკუთარ კაპიტალს შორის, ხოლო ინვესტირება შესაძლოა განხორციელდეს როგორც სესხის, ასევე პრივილეგირებული აქციის ფორმით.

დაფინანსების საშუალო ვადა 5-7 წელია, ხოლო მინიმალური მოცულობა 500 000 აშშ დოლარი.

კომპანიებისათვის მეზანინ დაფინანსების უპირატესობებს შორის აღსანიშნავია, გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდი ძირისა და სარგებელის გადასახდელებზე. პროცენტი კაპიტალიზირდება და მთლიანი თანხის გადახდა ხდება პერიოდის ბოლოს, რაც მათ გამომუშავებული ფულადი ნაკადების ფაქტობრივად სრულად რეინვესტირების შესაძლებლობას აძლევს.

მნიშვნელოვანია, რომ მეზანინ დაფინანსება განვითარებაზე ორიენტირებულ ისეთ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ ფინანსური რესურსი, რომლებიც უკვე ათვისებული სასესხო ლიმიტების ან/და უზრუნველყოფის საგნის არარსებობის გამო მოკლებულნი იყვნენ დამატებითი სესხის აღების შესაძლებლობას.

დაფინანსების შემთხვევაში ასევე მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მენეჯმენტი დაკომპლექტებული იყოს გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით, რომელიც შეძლებს ინვესტორის ნდობის მოპოვებას.

აღნიშნული დაფინანსებით სარგებლობენ კომპანიები, რომლებსაც აქვთ ბიზნესის განვითარების ან სწრაფი ზრდის სტრატეგია; სურთ გაზარდონ საწარმოო სიმძლავრე, დაიმატონ ახალი პროდუქტი, შემოსავლის ხაზი, გავიდნენ უფრო დიდ ბაზარზე, ან შეიძინონ სხვა კომპანია, რაც მათ პოზიციას კიდევ უფრო გაამყარებს და შემოსავლებსაც მკვეთრად გაზრდის. გალტ & თაგარტის მეზანინ პროსუქტით დაფინანსების შემთხვევაში, გარდა ფინანსური რესურსის მოზიდვისა, კომპანიები დამატებით სარგებლობენ გალტ & თაგარტის გამოცდილი გუნდის კონსულტაციებით, რაც ბიზნესის განვითარებისთვის კიდევ ერთი დამხმარე ფაქტორია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42