"ვერაფრით ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს თავს... ახლა ვწევარ აქ და მეუბნებიან, რომ იმ 57-ადამიანში მე და ლევანიც ვართ"- ვიკა ბუკიას წერილი კლინიკიდან
სოც.მედია - 11:28, 10 Sep, 2020     2879
ჟურნალიტ ვიკა ბუკიას და მის მეუღლეს, პარლამენტარ ლევან გოგიჩაიშვილს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ჟურნალიტი ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული და სოციალურ ქსელში მის მდგომარეობას აღწერს:

"ახლა ვფიქრობ რამდენი რამ გავიარე სანამ აქ მოვხდებოდი. ვნახე ჯანდაცვის სამინისტროს პრესრუმის ცარიელი ტრიბუნა ტელევიზორში, 27 თებერალს და პაუზა, სანამ გამოვიდოდნენ და გვეტყოდნენ, რომ კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მერე ის ირანელი კაცი?! რომ შემოვარდა და გავარდა. და მერე რომ ჟურნალებში დაიბეჭდა და მოყვა რა თბილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში. “გეფას კაცი” გახსოვთ? მერე სკოლა შეწყდა. მერე ცხოვრება. მერე ქუჩაში სიჩუმე დადგა. რამდენი ხელის დაბანა, რამდენი დასპირტვა, ყველაფრის გადადუღება, გამოხარშვა, წმენდა ბავშვების, გლოვოს კურიერის, პროდუქტების.. კლასტერების კვლევა. და კონტაქტების დადგენა. სანიტაიზერების შოვნა ლევად, პრავად, მერე დამცავი სათვალეები? ხან თხელი, ხან სქელი, ხან ტყვიაგაუმტარი. პირბადე? ჭრელი, ყვავილებიანი, ჩვეულებრივი, შავი, თეთრი, ყველაზე რეკომენდებული. ახალი 4, ახალი 10, ახალი 40 შემთხვევა. მერე გრძელი და ერთნაირი დღეები და ჩვენი ხუმრობები - მაკარონზე, აგროჰაბზე, და რა ვიცი კიდევ რამდენ რამეზე. მერე გაჩნდა ნინია. კარანტინში. და ვერაფრით ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს თავს. მერე გამოვედით და ჰაერი ჩავყლაპეთ. და დავიწყე ცხოვრება მეც. ახალი დაგაცემა. სამზადისი და ბრახ.

ახლა აქ ვწევარ და მეუბნებიან, რომ დღეს რომ გამოვლინდა იმ 57-ში მე და ლევანიც ვართ:) რა უცნაურია. ბოლოს, მაინც მივირბინე იქ, საიდანაც გავრბივარ ბოლო ნახევარი წელია.

ჰოდა, ბოჭორიშვილში ვწევარ “კოვიდ19” დიაგნოზით და ვიღაცეები მწერენ მაინც: “ნუ გეშინია, ვიკა, არაფერი არ გჭირს, არ არსებობს ეს კორონა” - წერს ვიკა ბუკია.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42