რას მოიცავს ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევა
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:56, 09 Sep, 2020     1604
ბოლო წლებია ჩვენს ქვეყანაში სადაზღვევო სერვისების განვითარების კვალდაკვალ, სულ უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს ჯანმრთელობის დაცვის სადაზღვევო ნაკრებებით, თუმცა სტანდარტული დაზღვევა მხოლოდ სტანდარტულ შემთხვვებს მოიცავს. მძიმე და სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებები აღნიშნული სახის ნაკრებებში ყოველთვის გამონაკლის შემთხვევებად ითვლება. კრიტიკული დაავადებებისგან დაზღვევა კი ორმაგად აუცილებელია - მათი მკურნალობა ყოველთვის სოლიდურ თანხას უკავშირდება და თან ფინანსების სწრაფ ორგანიზებას მოითხოვს. ამ ნაკრებში ერთიანდება ისეთი დაავადებები, რომელთა დიაგნოზირების შემდეგაც დროის დაკარგვა დაუშვებელია. თიბისი დაზღვევის ნაკრები ექსტრა თქვენს ჯანმრთელობას სიცოცხლისთვის სახიფათო 7 დაავადებებისგან დააზღვევს.

დაზღვეული დაავადებები

ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევა ისეთ სახიფათო და ამავე დროს, საკმაოდ გავრცელებულ დაავადებებს აზღვევს როგორიცაა:

· ავთვისებიანი სიმსივნე, რომელშიც შედის მისი ყველა სტადია (ინვაზიური - II, III და IV სტადია და პრე-ინვაზიური - 0 და I სტადია)

· მიოკარდიუმის (გულის) ინფარქტი

· ინსულტი

· კორონარული არტერიების (გულის) შუნტირება

· თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნე

· დამბლა

· სიბრმავე

სადაზღვევო ნაკრებით სარგებლობა შეუძლია 18-დან 61 წლამდე ასაკის ნებისმიერ პირს, რომელთაც პოლისის შეძენამდე არ ჰქონიათ დასმული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ან სიმსივნის დიაგნოზი.

რატომ ავირჩიოთ ნაკრები ექსტრა

კრიტიკული დაავადებების სადაზღვევო ნაკრები რამდენიმე უპირატესობით გამოირჩევა -

· ამ ნაკრებით თქვენთან ერთად დაზღვეულები იქნებიან თქვენი 0-და 18 წლამდე ასაკის შვილებიც და ამისათვის დამატებითი თანხის გადახდა არ მოგიწევთ. მათზე სრულად ვრცელდება ყველა პირობა და ანაზღაურების ლიმიტი.

· ნაკრები საშუალებას გაძლევთ მოიძიოთ ალტერნატიული სამედიცინო აზრი, რაც გულისხმობს დასმული დიაგნოზის გადამოწმებას მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერ კლინიკაში.

· ნაკრები ასევე ითვალისწინებს მკურნალობის ან სხვადასხვა სამედიცინო სერვისის საზღვარგარეთ მიღებაში დახმარებას, რაც მოიცავს შერჩეულ კლინიკაში ვიზიტის, მკურნალობისა და განთავსების ორგანიზებას.

· ნაკრების პარტნიორი ორგანიზაციაა MediGuide, რომელიც წარმოდგენილია 40-ზე მეტ ქვეყანაში და ემსახურება 152-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეს.

ანაზღაურების პირობები და ლიმიტები

ექსტრა ნაკრების შეძენისას თავად შეგიძლიათ აირჩიოთ ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი, ყოველთვიური გადასახდელი თანხა კი თქვენი ასაკისა და არჩეული ლიმიტის მიხედვით დაანგარიშდება. თიბისი დაზღვევის ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია ფასების შესახებ, რომელიც დაგეხმარებათ ზუსტად განსაზღვროთ ნაკრების ღირებულება.

რაც შეეხება ლიმიტებს, თქვენ შეგიძლიათ აიჩიოთ 25 000 ლარი/10 000 დოლარი, 50 000 ლარი/20 000 დოლარი, 75 000 ლარი/30 000 დოლარი და სტატუს კლიენტებისთვის 150 000 ლარი/60 000 დოლარის ლიმიტი. დაზღვეული კრიტიკული დაავადებებიდან ერთ-ერთის დადგენის შემთხვევაში სრულად მიიღებთ ლიმიტით განსაზღრულ თანხას, დამატებით კი არ მოგეთხოვებათ სამკურნალო კალკულაციის ან რაიმე სახის დამატებითი საბუთის წარდგენა. თქვენ შეგიძლიათ თავად შეარჩიოთ კლინიკა და ასევე დამოუკიდებლად შეიმუშავოთ მკურნალობის გეგმა.

როგორ შევიძინოთ ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევა

ნაკრების შესაძენად თიბისი დაზღვევის მულტიფუნქციურ ვებგვერდზე მარტივი ფორმულარის შევსება დაგჭირდებათ. აქ ერთ ადგილას, ერთ სივრცეშია შესაძლებელი ყველა საჭირო სერვისის მიღება - ონლაინ შეძენა, ყოველთვიური პრემიის გადახდა და ანაზღაურების მოთხოვნა. სადაზღვევო პოლისს კი ელქტრონულ ფოსტაზე მიიღებთ, რომლის გამოყენებასაც 90 დღიანი მოცდის პერიოდის გასვლის შემდეგ შეძლებთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42