ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი და "ჩემპიონთა ლიგის" თავმჯდომარე, გია ნაცვლიშვილი დისკრიმინაციულს უწოდებს შესწორებას, რომელიც წესდებაში 2 თვის წინ გაკეთდა.
საუბარია ჩასწორებაზე, რომლის თანახმადაც ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების საშუალება მხოლოდ იმ პირებს აქვთ, რომლებიც ოლიმპიური სპორტის სახეობების პრეზიდენტები უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში იყვნენ, ან იმ პირებს, რომლებიც ოლიმპიურ კომიტეტში მუშაობენ.
ნაცვლიშვილის თქმით, ამ ჩასწორების შემდეგ ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთადერთი კანდიდატი ყოფილიყო ლერი ხაბელოვი.
"ეს არის არასამართლიანი არჩევნები, სხვა შეფასებას ვერ მივცემ თუ არა თაღლითური არჩევნები. ფაქტია, რომ პირველად ხდება ასე. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ უალტერნატივოდ მოქმედ პრეზიდენტს მიეცა საშუალება, რომ მან იყაროს კენჭი. მოვუწოდებთ ყველა ფედერაციას, ყველა დელეგატს, რომ არ მიიღონ ამ ფარსში მონაწილეობა. ეს გადაწყვეტილება გამოიწვევს იმას რომ სპორტული სამყარო გაიყოფა. ჩვენ გვინდა, შეიქმნეს კომპეტენტური კომისია, რომელიც წესდებას დემოკრატიულ ფორმაში მოიყვანს და ამ წესდებით მოხდება პრეზიდენტის არჩევა"- ამბობს ნაცვლიშვილი.
"ნიუპოსტი" მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
"ქართულ და საერთოდ მსოფლიო სპორტში შექმნილი უპრეცედენტო ვითარებისას, როდესაც ბუნდოვანია საერთაშორისო და ეროვნული სპორტული ღონისძიებების ბედი, როდესაც ჯერ კიდევ უცნობია ერთხელ უკვე გადადებული ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ჩატარების თარიღი, წესები და პირობები. როდესაც მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა კოლაბსმა, საფრთხის წინაშე დააყენა სპორტსემნთა მთელი თაობის პერსპექტივა და მომავალი. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მოქმედი ხელმძღვანელობა დაკავებულია საკუთარი ვიწრო პიროვნული და პოლიტიკური ინტერესების გატარებით.
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, ნაცვლად იმისა რომ დარგის სპეციალისტებთნ ერთად და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებით, მუშაობდეს პანდემიურ და პოსტ-პანდემიურ პერიოდში. მაღალი მიღწევების სპორტში არსებული პრობლემების მოგვარებაზე. წერს და ღებულობს აბსოლიტურად დისკრიმინაციულ, საკუთარ თავზე მორგებულ წესდებას, თაღლითურად, დასაბუთების გარეშე, მხოლოდ თავისი ნება-სურვილის შესაბამისად ცვლის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნების წესს(ახალი რედაქციით ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატად შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები, ან ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა.) თარიღს და ხელის გადაგრეხვის პრინციპით ცდილობს ყიდევ გაიხანგრძლივოს საკუთარი პრეზიდენტობა.
უპასუხისმგებლობით და თავისი უმოქმედობით ხელს უწყობს-ბოლო პერიოდში მომხდარი გახმაურებული კრიმინალური ფაქტების გამო, ზოგადად სპორტსმენებისადმი საზოგადოებაში შექმნილი ნეგატიური განწყობის ფორმირებას და გაძლიერებას.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ დღევანდელი არჩევნები არის უკანონო, დისკრიმინაციული და არასამართიანი. ხოლო ამ არჩევნების შედეგი ვერ ასახავს სპორტული საზოგადოების ნებას, მოახდენს ოლიმპიური და ზოგადად სპორტული მოძრაობის გახლეჩვას, შექმნის დაპირისპირებების რეალურ საფრთხეს.
ამ ფარსში მონაწილე დელეგატები ხელს მოაწერთ უკანონობას, უსამართლობას, თაღითობას.
ვუცხადებთ ბოიკოტს არჩევნებს და მოვითხოვთ:
1) გადაიდოს არასამართლიანი არჩევნები.
2) შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ყველა დემოკრატიული და სამრთლიანი პრინციპების გათვალისწინებით მოამზადებს ეროვნული, ოლიმპიური კომიტეტის ახალ წესდებას და უზრუნველყოფს მის დამტიცებას.
3) ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდეს ახალი დემოკრატიული და სამართლიანი წესდების შესაბამისად.
1 ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი გიორგი ასანიძე.
2. ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე.
3. ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია.
4. ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი რამაზ ნოზაძე.
5. მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის სამგზის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი.
6. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და პრიზიორი მზევინარ სამუკაშვილი.
7. საქართველოს ჩემპიონატისა და თასის მრავალგზის გამარჯვებული პირად, ჯგუფურ ვარჯიშსა და გუნდურ ჩათვლაში ფიქრია ფანქველაშვილი.
8. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის
ყოფილი პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი
9. ევროპის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ლაშა ფხაკაძე.
10. ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი. ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს
პრიზიორი. მსოფლიო ჩემპიონატის
ბრინჯაოს მედალოსანი რეზო ჩომახიძე.
11. ფიბა-ევროპის თასის გათამაშების მეორე პრიზიორი, საფრანგეთის
თასის და სუპერთასის მფლობელი. საქართველოს ნაკრების
ყოფილი კაპიტანი ვახტანგ ნაცვლიშვილი.
11. ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი
გუნდურ შეჯიბრებებში ზვიად ხანჯალიაშვილი.
12. მსოფლიოს თასის ვერცხლისა და ორგზის
ბრინჯაოს პრიზიორი თენგიზ პაპოშვილი.
13. ქართველი პარაოლიმპიელი , რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების მონაწილე ლია ჩაჩიბაია.
14. საქართველოს ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებული, ოლიმპიური თამაშების მონაწილე ზურა ხომასურიძე.
მასალის გამოყენების პირობები