თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის თქმით, მისი შვილი "მზაკვრული, წინასწარ დაგეგმილი გეგმით" მოკლეს.
მისი თქმით, პროკურატურამ უნდა ახსნას, რატომ აღმოჩნდა მისი შვილის სისხლი მანქანაში და წარმოადგინოს მტკიცებულება, რომ ამერიკის გამოძიების ფედერალურ ბიუროს თხოვნით ნამდვილად მიმართეს.
„მე ძალიან კარგად ვიცნობდი ჩემს შვილს და პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ ის თავს არ მოიკლავდა. ეს იყო განზრახ განხორციელებული, წინასწარ მზაკვრულად დაგეგმილი მკვლელობა, ეს სატელიტის ჩანაწერებმაც ზუსტად დაადასტურა. ამის გამო, ისევ მოვითხოვ მუხლის გადაკვალიფიცირებას ჯგუფურად განზრახ მკვლელობით. აქამდე ძალიან ბევრ საკითხზე გაჩნდა ეჭვი, გუშინ აღმოჩნდა, რომ FBI-სთვის არანაირი წერილი არ მიუწერიათ და სიტყვიერად მიმართეს, ვინ დაამტკიცებს ამას?"- აცხადებს შვილმოკლული დედა.
თეონა თამაზიშვილის თქმით, სამხარაულში ექსპერტიზების გაყალბება ორმაგი სტანდარტებით ხდება:
"ინახება ნამდვილი ჩვენებები და ქვეყნდება ყალბი ექსპერტიზა. დავაანონსეთ აქციები, მაგრამ დღეს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ფართომასშტაბიანი შეკრებები აკრძალეს, ზუსტად ვიცი, რომ ეს ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ გაკეთდა. ახსნან რატომაა ჩემი შვილის სისხლი მანქანაში, შეიძლება ინექციას უკეთებდნენ და მაშინ გამოჟონა ვენიდან ამ სისხლმა,” - აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






