ორმა შავკანიანმა მამაკაცმა რასისტი პენსიონერი ავტობუსში სცემეს. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ მოხუცმა მათ „მაიმუნები“ უწოდა. შემთხვევა დღეს, ჩრდილოეთ ლონდონში მოხდა.
დაპირისპირებ ავტობუსში ასვლამდე, ქუჩაში დაიწყო.
გავრცელებულ ვიდეოში, ნათლადჩანს აღნიშნული ინციდენტი, მას შემდეგ რა ც ეჭვი მიიტანეს, რომ მოხუცმა შავკანიანებს „მაიმუნები“ უწოდა, მათ პენსიონერს დაკონკრეტება სთხოვეს და მანაც გაიმეორა: „დიახ, თქვენ მაიმუნები ხართ“.
ავტობუსის სხვა მგზავრები სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ და ახალგაზრდა მამაკაცებისგან ავტობუსის დატოვებას მოითხოვდნენ. ასეც მოიქცნენ, თუმცა პენსიონერმა კვლავ განაგრძო მათი ლანძღვა და მას შემდეგ რაც ადგილზე დაჯდა, შავკანიანი მამაკაცები ავტობუსში აბრუნდნენ და მოხუცს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ამ უკანასკნელს დაუზიანდა თავალი და თავი.
Instagram-ზე შესაბამისი ვიდეო, ინციდენტში მონაწილე მამაკაცების ახლობელმა გამოაქვეყნა:
„ავტობუსში ავედით და ფეხზე დგომა გადავწყვიტეთ, რადგან სავარძლებზე ხალხი უკვე იჯდა. ჩემმა ბიძაშვილმა ხელის საკიდს მოკიდა ხელი, ამ მოხუცთან ახლოს, მან კი ხელი აგრესიულად გააშვებინა, რაზეც ჩემმა ბიძაშვილმა ჰკითხა,რ ატომ მოიქეცი ასეო, მოხუცმა კი უპასუხა: „ნუ მელაპარაკები, შე მაიმუნო!“
მასალის გამოყენების პირობები






