ახალგაზრდა პროგრამისტის ბურუსით მოცული საქმე - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, სატელიტის კადრები მიიღო, რომელშიც ჩანს, რომ ბაჩალიაშვილის მანქანა 19 და 20 რიცხვში ტყეში არ დგას. ამის შესახებ ადვოკატმა "ფორმულას" გადაცემა "პოლიტმეტრში" ისაუბრა.
რაც შეეხება სხვა დღეებს, მისი თქმით, 18, 21 და 22 რიცხვში ღრუბლიანი ამინდი იყო, შესაბამისად, რთულია იმის დადგენა, დგას თუ არა მანქანა. მისივე მტკიცებით, ამ კადრებით დასტურდება, რომ მანქანა იმ ადგილზე მერე არის მიყვანილი.
"სატელიტიდან არის ნამდვილად გადაღებული თვითონაც დარწმუნდნენ, დაინტერესდნენ, სურათები, როგორ, საიდან, ვისგან იყო მოპოვებული. ინფორმაციის მომწოდებლებს თავიანთი მოთხოვნა ჰქონდათ, მე მაგ პირობას ვერ დავარღვევ.დგინდება ის რომ ავტომობილი იქ არ ყოფილა. იმასაც დავადგენ იმ გზატკეცილზე რა ავტომობილებიც იყო, რომელ დღეს, რომელ საათზე. აღნიშნული მანქანა მიყვანილია 21 ივნისიდან 22 ივნისამდე გამთენიისას",-ამბობს რამიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






