თბილისში სტუდენტურ თეატრთა ფესტივალი ,,ნიღაბი-2013” ტარდება
კულტურა - 15:49, 20 Nov, 2013     1215

26 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე თბილისში მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ფესტივალი ,,ნიღაბი” ჩატარდება. „მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაცია” დაარსდა 2012 წელს. პირველად საქართველოში, ასოციაციამ დააფუძნა მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ფესტივალი ,,ნიღაბი”.

“ნიღაბი” არის ყოველწლიური ფესტივალი, სადაც სხვადასხვა უნივერსიტეტების თეატრალური დასები წარადგენენ მათ მიერ დადგმულ სპექტაკლებს. ფესტივალის მთავარი მიზანია უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის კომუნიკაცია, გამოცდილების გაზიარება და მომავალში პროფესიული და შემოქმედებითი ურთიერთობების ჩამოყალიბება, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოება, ხელოვნების პროპაგანდა და სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება.

პირველი ფესტივალი წარმატებით ჩატარდა 2012 წლის 10-17 დეკემბერს. მიმდინარე წელს დაგეგმილია რიგით მეორე ფესტივალის - “ნიღაბი 2013” ჩატარება. ფესტივალის გენერალური სპონსორია - ქალაქ თბილისის მერია. ფესტივალში წელს მონაწილეობენ სტუდენტური დასები საქარტველოდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. ფესტივალის მხარდამჭერები არიან – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, „თი ბი სი ბანკი“, სასტუმრო „ლოპოტა“, რადიო „აფხაზეთის ხმა“ და რადიო „დარდიმანდი“. ფესტივალი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III კორპუსის თეატრალურ დარბაზში ჩატარდება, მისამართი: ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას 29. ფესტივალის დახურვა და დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდება “თიბისი” გალერეაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42