"როდესაც ყურება დავიწყე ცუდად გავხდი..." - ბაჩალიაშილის დედა მიიჩნევს, რომ გოგონა საკუთარ ავტომობილში ინექციით ან მედიკამენტების იძულებით მიღების შედეგად მოკლეს
სამართალი - 16:36, 08 Sep, 2020     5147

ახალგაზრდა პროგარმისტის ბურუსით მოცული საქმე - თამარ ბაჩალიაშვილის დედაფიქრობს, რომ მისი შვილი საკუთარ ავტომობილში ინექციით ან მედიკამენტების იძულებით მიღების შედეგად მოკლეს.

აღნიშნულის შესახებ თეონა თამაზაშვილმა თბილისის პროკურატურასთან განაცხადა, სადაც ადვოკატთან, ოჯახთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, საქმის მასალების გაცნობის მიზნით, გამომძიებლებს ხვდება.

„რატომ არ აღმოჩნდა ჩემი დნმ ან ჩემი ანაბეჭდები თამუნას მანქანაზე? ძალიან ბევრ რამეზე არ აქვს პროკურატურას პასუხი, არც იმ „ტოიოტაქამრიზე“ აქვს პასუხი. თქვეს, თითქოს ნორვეგიაში აპირებდა წასვლას. იმიტომ მოიშორეს რომ არ წასულიყო და ფაქტები იქ არ დაედო. აბა, თავშესაფარს ისე ხომ არავინ მისცემდა. ისევ და ისევ სატელიტების სურათები დამიდონ. დამიდონ ის ღია წერილი, როგორ მისწერეს „ეფბიაის“, რა მისწერეს“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

რაც შეეხება ინფორმაციას, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში სისხლის კვალთან დაკავშირებით, თეონა თამაზაშვილის თქმით, სისხლი, სავარაუდოდ, მისი შვილისაა.

„თამუნას ეკუთვნის, აბა ვის ეკუთვნის, ვინ გადაიჭრიდა იქ ვენებს და ვინ დაასხამდა თავის სისხლს? ინექციას უკეთებდნენ სავარაუდოდ, ან ძალით ასმევდნენ აბებს და ამის გამო“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

რაც შეეხება თამარ ბაჩალიაშვილის „იუთუბის“გვერდიდან ამოღებულ მასალებს, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში ის ოჯახს ემშვიდობება, თეონა თამაზაშვილის თქმით, მას ეს ვიდეოები არ უნახავს.

„მე არ მინხავს იმიტომ , რომ როდესაც ყურება დავიწყე ცუდად გავხდი თამუნას ხმის გაგონებაზე და არ მინახავს. გამოსამშვიდობებელი ვიდეო თავისუფლად შეიძლება ჩაეწერა თუ ნორვეგიაში წასვლას აპირებდა, რადგან ვერ ჩამოვიდოდა იქედან, ვიდრე ეს ყველაფერი არ დასრულდებოდა“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42