ბათუმში მოქალაქემ სამსართულიანი სახლი ტროტუარზე ააშენა და გზის ნაწილი ჩახერგა
შემთხვევა - 16:17, 08 Sep, 2020     11289

ბათუმში, მარუხის ქუჩაზე ახალი სამსართულიანი კორპუსი პირდაპირ ტროტუარზეა აშენებული. ფოტოზე, რომელიც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა გადაიღო ჩანს, რომ საავტომობილო გზაზე არის მონიშვნებიც. ქუჩის ნაწილი კი სახლს აქვს დაკავებული. აღნიშნულ მონაკვეთში გზა ვიწროვდება.

სამსართულიანი სახლი ახალაშენებულია. გვერდით დგას სხვა კერძო სახლები.

ქუჩის მეორე მხრიდან გადაღებულ ფოტოში კი კორპუსი ძველ სახლების გასწვრივაა აშენებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბათუმის მერიას დაუკავშირდა, უწყებაში წერილობითი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ე.წ. ჭაობის დასახლებაში სახლი უნებართვოდაა აშენებული.

''მარუხის ქუჩაზე გამოვლენილ უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც ჯარიმასა და შენობა-ნაგებობის დემონტაჟს ითვალისწინებს.

2019 წელს აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ, მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით, ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურს მიმართა. განმცხადებელს უარი ეთქვა სივრცით-მოცულობითი თვალსაზრისიდან გამომდინარე, ვინაიდან სამშენებლო ტერიტორია მოიცავდა საავტომობილო გზის ნაწილსაც. აღნიშნულ მონაკვეთში კი, მშენებლობის წარმოება ჩაითვალა მიუღებლად.

დისციპლინური წარმოება დაიწყო მუნიპალიტეტის იმ თანამშრომლებთან მიმართებაში, რომელთაც, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უშუალოდ ევალებოდათ ფაქტზე რეაგირება'' - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: აჭარის ტელევიზია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42