თიბისი IT აკადემია სტუდენტების ახალი ნაკადის მიღებას იწყებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:08, 08 Sep, 2020     1471

თიბისი IT აკადემიაში Frontend Development-ის კურსებზე სტუდენტების რეგისტრაცია დაიწყო. სწავლა 2 ოქტომბერს დისტანციურ რეჟიმში განახლდება. 5 თვის განმავლობაში, ინფორმაციული ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდები ახალი პროფესიის შესწავლას ან ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას სრულიად უსასყიდლოდ შეძლებენ.

კურსს სფეროს პროფესიონალი მენტორები გაუძღვებიან. თიბისის Frontend Development-ის გუნდის ლიდერები ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული სწავლების მეთოდით, სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემენ, რეალურ პროექტებზე იმუშაონ და გაიღრმავონ ცოდნა.

კურსზე მოსახვედრად დაინტერესებულმა პირებმა ტესტირების და გასაუბრების ეტაპები უნდა გაიარონ, რის შემდეგაც მოხდება აპლიკანტების შერჩევა.

21 ოქტომბერს, თიბისი IT აკადემიაში კიდევ ერთ, UX – კვლევა, სტრატეგიის კურსზე დაიწყება დისტანციური სწავლება. 2 თვის განმავლობაში 20 სტუდენტს შესაძლებლობა ექნება, უცხოელი და ქართველი პროფესიონალი მენტორებისგან მიიღოს პრაქტიკული და თეორიული ცოდნა. სტუდენტები აღნიშნულ კურსზეც კონკრუსით შეირჩევიან, რაც ასევე მოიცავს ტესტირების და გასაუბრების ეტაპებს.

თიბისი IT აკადემიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე კურსებზე რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://www.tbcitacademy.ge/

საგანმანათლებლო პლატფორმა, ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია თიბისიმ 2019 წელს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დააფუძნა. აკადემიის მიზანი ახალი თაობის განათლების ხელშეწყობა და მათთვის ისეთი ცოდნის გაზიარებაა, რაც პროფესიონალებად ჩამოყალიბებისა და მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. თიბისის გადაწყვეტილებით, აკადემიას არსებული გამოწვევის ფონზეც არ შეუწყვიტავს სტუდენტების მიღება და სწავლება მარტიდან სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

2019 წელს თიბისი IT აკადემიაში უკვე 120-მდე ახალგაზრდამ გაიარა Front-end და Back-end development ის კურსები. წარმატებული 52 სტუდენტი თიბისი ჯგუფში სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42