დაკავებული ამავე დაწესებულების კიდევ ერთი თანამშრომელია. დაკავებულებს ბრალად ორი ან მეტი პირის ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება ედებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბარის 3 სხვა თანამშრომელთან ერთად, რომლებიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკვე დააკავეს, დაწესებულების სტუმრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
"მომხდარის შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო 1986 წელს დაბადებულმა ორმა პირმა, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ", - აცხადებენ შსს-ში.
მომხდარზე გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "დ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. შსს-ს ინფორმაციით, ახალი გარემოებებისა და საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთისა და დაკავების მიზნით, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






