თვითმკვლელობის დროს ლუკა სირაძე იყო ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ – ჩოლოიანის ადვოკატის სკანდალური განცხადება
სამართალი - 22:33, 07 Sep, 2020     3997

15 წლის მო­ზარ­დის, ლუკა სი­რა­ძის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ა­ნის ად­ვო­კა­ტის, გაგი მო­სი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ​ექ­სპერ­ტი­ზით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ თვით­მკვლე­ლო­ბის მო­მენ­ტში ლუკა სი­რა­ძე ნარ­კო­ტი­კუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და.

ადვოკატის მტკიცებით, გამოტანილი განაჩენი პოლიტიკურია.

„მე აქამ­დე თავს ვი­კა­ვებ­დი, არ მინ­და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ კვა­ზი სა­სა­მარ­თლოს ფუნ­ქცი­ის შეს­რუ­ლე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა, რაც სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში ხდე­ბა. ლუკა სი­რა­ძე იყო ნარ­კო­ტი­კუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ, რო­მელ­ზეც არა­ვინ არას­დროს სა­უბ­რობ­და, ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დას­კვნა იქ­ნე­ბა გა­სა­ჯა­რო­ვე­ბუ­ლი.

დე­დის პო­ზი­ცია გახ­ლდათ ის, თით­ქოს მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ან­მა მი­იყ­ვა­ნა ლუკა სი­რა­ძე იმ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე, რომ ის გად­მოხ­ტა კორ­პუ­სი­დან. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ლუკა სი­რა­ძე ნარ­კო­ტი­კუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და. მხო­ლოდ დე­დის გან­ცხა­დე­ბა არ არის საკ­მა­რი­სი.

დე­დის ინ­ტე­რე­სი იყო გარ­დაც­ვლი­ლი შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა. დედა სა­სა­მარ­თლო­ზე აცხა­დებ­და, რომ მას და მის შვილს ბუ­ნებ­რი­ვი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაც კი აუკ­რძა­ლეს, თუმ­ცა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ში ჩანს, რომ ისი­ნი შე­დი­ან სა­პირ­ფა­რე­შო­ში, თუნ­დაც ეს ელე­მენ­ტა­რუ­ლი არის ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც მი­უ­თი­თებს, რომ დე­დის მიერ მი­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არის სუ­ბი­ექ­ტუ­რი.

დღეს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ტეს­ტი ვერ და არ ჩა­ა­ბა­რა. ჩვენ ვა­პი­რებთ

სა­მარ­თლებ­რივ ბრძო­ლას და ეს ბრძო­ლა იქ­ნე­ბა მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ა­ნის გა­მარ­თლე­ბამ­დე“, – ამბობს ადვოკატი.

15 წლის ბიჭი, რომელიც დაკითხვის შემდეგ კორპუსიდან გადმოხტა 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ბავშვი მშობელთან ერთად გამოკითხეს და ფსიქოლოგიური ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მათ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყეს. გამოძიებას სწორედ ის განყოფილება აწარმოებს, სადაც არასრულწლოვანზე, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიურად იძალადეს.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით დაიწყო, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. მოზარდის გარდაცვალების შემდეგ ამ საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს და 2 სამართალდამცავს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს. ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს.

ვინ არის მარიანა ჩოლოიანი?

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, მარიანა ჩოლოიანი ფიგურირებს 2011 წლის 26 მაისს ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ნიკოლოზ გოგუაძის საქმეში.

ორგანიზაციის განცხადებით, გოგუაძე 2011 წლის 26 მაისს, ე. წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. როგორც საიაში ამბობენ, დასჯისა და აღიარებითი ჩვენების მოპოვებისთვის გოგუაძეზე იყო როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ძალადობა.

ორგანიზაციის განცხადებით, ჩოლოიანმა სასამართლოში ძალადობა უარყო. ამავე დროს, კი 2019 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არასათანადო მოპყრობა დადგენილად მიიჩნია.

radiotavisupleba.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42