“პირუტყვი სოფელ მაწევანის მიმდებარედ, ტყის ნაპირზე მივრეკე...მანქანაში მჯდომი არავინ ჩანდა…” – ბაჩალიაშვილის საქმის მოწმის ურთიერთსაწინააღმდეგო
სამართალი - 22:33, 07 Sep, 2020     2518

ახალგაზრდა პროგრამისტის ბურუსით მოცული საქმე - ტელეკომპამია ფორმულაე იმ მწყემსის ჩვენებებს ავრცელებს, რომელმაც მაწევანის ტყეში გარდაცვლილი პროგრამისტის მანქანა იპოვა.

საქმის მასალებში მწყემსის სულ ორი ჩვენება იძებნება. ერთი 22 ივლისით, ხოლო მეორე 26 აგვისტოთი თარიღდება.

ორივე ჩვენებაში არასრულწლოვანი მწყემსი ბაჩალიაშვილის მანქანის აღმოჩენის გარემოებებზე ჰყვება და საგამოძიებო უწყებებს ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას აწვდის. თუ 22 ივლისის ჩვენებაში ის ადასტურებს, რომ პირუტყვს შემთხვევის ადგილზე აძოვებდა, 26 აგვისტოს ამბობს, რომ მაწევანის ტყეში ხბოების დევნის გამო აღმოჩნდა.

მწყემსი ჩვენებაში ამბობს, რომ ნახირს 18 ივლისიდან 22 ივლისამდე პერიოდში სხვა ტერიტორიაზე აძოვებდა, შესაბამისად არ იცის, იდგა თუ არა შემთხვევის ადგილზე ბაჩალიაშვილის ავტომობილი. ორივე ჩვენებაში მოწმე ყვება, რომ მანქანის აღმოჩენისთანავე სახლში წავიდა, თუმცა გზად პირად საქმეებზე წასული მამა შემთხვევით შეხვდა. ამავეს ყვება არასრულწლოვანი მწყემსის მამაც ჩვენებაში.

26 აგვისტოს ჩვენებებში კი მწყემსები ახალ დეტალებს ყვებიან. ისინი ამტკიცებენ, რომ მათ ძაღლები ჰყავთ, თუმცა საძოვარზე თან არ დაჰყავთ. ადვოკატი ამ დეტალს მის მიერ გასაჯაროებულ ვიდეოს უკავშირებს, სადაც ჩანს როგორ გადაადგილდებიან მწყემსები ძაღლებით მაწევანის მინდვრებში, სწორედ იმ ადგილას, სადაც ბაჩალიაშვილი იპოვეს.

"პირუტყვი სოფელ მაწევანის მიმდებარედ, ტყის ნაპირზე მივრეკე და იქ ვაძოვებდი, სოფელ ხაიშთან. თეთრიწყაროსკენ მიმავალი საავტომობილო გზის ნაპირზე მიმდებარე მინდორზე, ხაიშიდან დაახლოებით 3-4 კილომეტრის დაშორებით. პირუტყვი დაახლოებით 12 საათამდე უნდა მეძოვებინა. პირუტყვი საავატომობილო მზისა და გზის მარცხენა მხარეს მდებარე ტყის მასივის შუაში მდებარე მინდორში ძოვით უნდა ამეყვანა ე.წ. ცივი ხიდის ტერიტორიაზე, მაგრამ ცივ ხიდზე არ ავსულვარ. ტყის მასივში შევნიშნე ვერცხლისფერი ჰონდა მარკის ავტომანქანა, რომელიც იდგა გვერდულად, რომლის ოთხივე კარები დახურული იყო და მანქანაში მჯდომი არავინ ჩანდა. აღნიშნული საეჭვოდ მივიჩნიე, ამავდროულად ტელევიზიიდან ვიცოდი, რომ ვერცხლისფერია. ვერ გავბედე, მაშინვე ტყის მასივიდან გამოვედი და ქვემოთ ჰონდას მარკის ავტომანქანაში მყოფ ახალგაზრდა გოგონას ეძებდნენ. მე მანქანასთან ახლოს მისვლის მხარეს წამოვედი, სადაც დავინახე გზაზე მომავალი ლურჯი ფერის ვაზ 21-11 მარკის ავტომანქანა. გზაზე გადავედი და მამა გავაჩერე, რომელსაც ვუთხარი ნანახის შესახებ და ამის შემდეგ, მე და მამა ერთად მივედით ტყის ნაპირთან", - წერია არასრულწლოვანი მწყემსის ჩვენებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42