ფრანკო ფრატინი: მთავრობის ქმედება "კავკასუს ონლაინის“ მიმართ ქმნის სახელმწიფოს მიერ დარგების მიტაცების საშიშ პრეცედენტს
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:30, 07 Sep, 2020     1609


საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს შორის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონი ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური აღმოჩნდა. საქართველოს კომუნიკაციების კომისიის სახელი ფართო საერთაშორისო აუდიტორიისთვის გახდა ცნობილი. ამ, საკმაოდ ოდიოზური კანონის გამო, რომელსაც კონსტიტუციონალისტები ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევენ, ქვეყნის დემოკრატიული ხედვა არაერთმა მაღალი რანგის დიპლომატმა გააკრიტიკა.

ქვეყანაში უცხოელი ინვესტორებისთვის უფლებების შეზღუდვაზე საუბრობს ყოფილი ევროკომისარიც.

„კანონის უზენაესობა ევროპული ღირებულებების ქვაკუთხედია, მაგრამ საქართველოში უცხოელ ინვესტორებს ეს უფლება ეზღუდებათ“, - წერს ყოფილი ევროკომისარი ფრანკო ფრატინი, გამოცემა the parliament magazine-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „საქართველო: უარი კანონის უზენაესობაზე“.

ფრატინი ორჯერ იკავებდა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს, 2004-2008 წლებში იყო ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი და ხელძღვანელობდა იუსტიციის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების მიმართულებებს.

ევროკომისარი წერს ტელესაკომუნიკაციო კომპანია „კავკასუს ონლაინსა“ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შორის არსებულ კონფლიქტზე და სახელწიფოს ჩარევას კერძო ბიზნესში ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთვის დამღუპველად მიიჩნევს.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირის წევრობაა, ქვეყანა ამ მიმართულებით სამოქმედო პრინციპრებს შორდება. საუბარია საქმიან გარემოზე, რომელიც უცხოელი ინვესტორებისთვის სულ უფრო არამეგობრული ხდება. სახელმწიფო მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ბაზრებში ისე ერევა, რომ კერძო აქტივები, რომლებსაც უცხოელი ინვესტორები ფლობენ, ხელშეუხებელი აღარაა.

ამის ნათელი მაგალითია „კავკასუს ონლაინის“ საქმე, რომელიც, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის“, - წერს ყოფილი ევროკომისარი.


ფრატინი მიმოიხილავს „კავკასუს ონლაინის“ საქმეს, კომპანია „NEQSOL ჰოლდინგმა“ 2019 წელს სატელეკომუნიკაციო კომპანია „კავკასუს ონლაინის“ 49%-იანი წილი შეისყიდა და მასში $61 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. სწორედ, ამ გარიგებას მოჰყვა „საქართველოს კომუნიკაციების კომისიის“ და მთავრობის მკვეთრი რეაქცია. კომისია მიუთითდებდა, რომ გარიგება მათთან არ იყო წინასწარ შეთანხმებული, რასაც „კავკასუსითვის“ მკაცრი სანქცია უნდა მოჰყოლოდა. კომისიამ კომპანიისგან გარიგების გაბათილება და სტატუს ქვოს აღდგენა მოითხოვა.

„2019 წელს აზერბაიჯანულმა კომპანიამ ერთ-ერთი მსხვილი ქართული ინტერნეტ-პროვაიდერის Caucasus Online-ის წილი შეიძინა. ეს გარიგება გაცილებით დიდი ციფრული ინფრასტრუქტურული პროექტის ნაწილია, რომელიც ითვალისწინებს ევროპისა და აზიის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით დაკავშირებას, რაც 1,8 მილიარდი ადამიანისთვის ხარისხიან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

გარიგების დასრულების შემდეგ, საქართველომ ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა. ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ხელისუფლებამ „კანონში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ ცვლილებები დაჩქარებული წესით, პარლამენტში ღამით გამართულ სხდომებზე მიიღო.

ეს ცვლილებები საქართველოს კომუნიკაციების კომისიას კერძო ბიზნესში ჩარევის უპრეცედენტო უფლებებს ანიჭებს, ცვლლილებების საფუძველზეც კომისიას შეუძლია კერძო კომპანიას დაუნიშნოს სპეციალური მმართველი, რომელსაც აქტივების განკარგვა და პერსონალის საკუთარი შეხედულებისამებრ მართვა შეეძლება.

ეს ბოლო გადაწყვეტილება საგანგაშოდ მზარდი ტენდენციის კულიმინაციაა, რასაც ევროკავშირმა ყურადღება უნდა მიაქციოს“, - წერს ფრატინი.

„როგორც ყოფილ კომისარს მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებში, მიმაჩნია, რომ ბრუსელი არ უნდა უყურებდეს ამას რეაქციის გარეშე - წევრობის მაძიებელი ქვეყანა კანონის უზენაესობას უნდა უზრუნველყოფდეს.

სამართლიანობა ევროპული ღირებულებების ქვაკუთხედია და გავლენას ახდენს როგორც ქვეყნის სოციალურ მდგომარეობაზე, ასევე ბიზნეს გარემოზე და უცხოელ ინვესტორებს ეს უფლებები შეზღუდული არ უნდა ჰქონდეთ.

მთავრობის ასეთი ქმედება ქმნის სახელმწიფოს მიერ უმნიშვნელოვანესი დარგების მიტაცების ძალიან საშიშ პრეცედენტს. სიტყვის თავისუფლება და მედიის დამოუკიდებლობა თანამედროვე დემოკრატიის განვითარებისთვის არის უმნიშვნელოვანესი.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, რა გარანტიაა რომ სახელმწიფო მოახლოებულ კენჭისყრამდე ინტერნეტ-პროვაიდერებისა და საკომუნიკაციო კომპანიების შევიწროვებას არ ეცდება? რას ნიშნავს დემოკრატიის უზრუნველყოფა, თუ კანონი და ბაზარი სახელმწიფომ დაიქვემდებარა?

პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით მსგავსი პოლიტიკის გააგრძელება იქნება თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე უარის თქმა, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის გახდება დამღუპველი. ეს უმძიმეს შედეგს მოუტანს როგორც ქვეყნას, ასევე, რეგიონს და იქნება უარი ევროკავშირის იმ ღირებულებებზე, რისკენ სწრაფვასაც საქართველო წლებია ადასტურებს.

უკვე, დროა ევროკავშირმა მსგავს ქმედებებზე ყურადღება გაამახვილოს. დროა, კანდიდატებს და მეზობელ ქვეყნებს შეახსენონ ვალდებულებები და ზოგ შემთხვევებში მოუწოდონ, გადახედონ პრიორიტეტებს... ესეც ერთგვარი დიპლომატიაა“.

შეგახსენებთ, რომ NEQSOL-სა და სახელმწიფოს შორის დავა ამ დრომდე გრძელდება, კომპანია საკუთარი უფლებების დასაცავად საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვას არ გამორიცხავს. „კავკასუს ონლაინი“ აპირებს საკანონმდებლო ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42