შეცვლილი ჩვენებები და განსხვავებული ვერსიები - ადვოკატმა დეა კაპანაძისა და ბაჩალიაშვილის ბებიის ჩვენებები გაასაჯაროვა
სამართალი - 20:37, 06 Sep, 2020     2597

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრის დეა კაპანაძისა და ბებიის ჩვენებები გაასაჯაროვა.

ჩვენებებიდან ირკვევა, რომ კაპანაძემ გამოძიებას სხვდასხვა დროს, სხვადასხვა ინფორმაცია მიაწოდა.

ერთ-ერთ პირველ ჩვენებაში, კაპანაძე წერს, რომ წარსულში, თამარ ბაჩალიაშვილის სუიციდის მცდელობის შესახებ ინფორმაცია მათი საერთო მეგობრისა და თანაკლასელისგან მიიღო, ხოლო მეორე ჩვენებაში ამბობს, რომ მომხდარის შესახებ თავად თამარმა უამბო.

რამიშვილი აცხადებს, რომ სავარაუდოდ დეა კაპანაძე და პროკურატურა თანამშრომლობენ.

"თავდაპირველად მე განგიცხადეთ, თითქოსდა თამარის მიერ წარსულში თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტი შევიტყე მისი თანაკლასელებისა და ჩემი მეზობლისგან. სინამდვილეში აღნიშნული შევიტყვე თამარ ბაჩალიაშვილისგან 3 წლის წინ. ასევე მოგახსენებთ, რომ რა თემას მოჰყვა ხსენებული საუბარი, არ მახსოვს. თუმცა მახსოვს, რომ თამარმა მომიყვა იმის შესახებ, რომ სკოლის პერიოდში ორჯერ ჰქონდა სუიციდის მცდელობა. თამარი არის გულჩვილი და ამავდროულად მშიშარა ადამიანი. აქედან გამომდინარე არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცის თხოვნით და დახმარების მიზნით თამარი წასულიყო უცნობ ტერიტორიაზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში თეთრიწყაროს რაიონში, თუმცა კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ეს იქნებოდა მამრობითი სქესის წარმომადგენელი, ვინაიდან თამარი არის მშიშარა და ამის გამო ადვილად არავის ენდობოდა. მით უფრო მამაკაცს, რომლის გამოც შეიძლება ქალაქიდან გასულიყო", - წერია დეა კაპანაძის ჩვენებაში.

მიხეილ რამიშვილმა დღეს, გარდაცვლილის ბებიის ჩვენებებიც გაასააჯაროვა.

"თამარ ბაჩალიაშვილთან მქონდა ძალიან ახლო, ბებია-შვილიშვილური ურთიერთობა. იგი ჩემს საცხოვრებელ სახლში ატარებდა საკმაოდ დიდ დროს. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით სხვადასხვა თემაზე, თუმცა თამარი იყო ძალიან ჩაკეტილი პიროვნება და პირად თემებზე, გრძნობებზე ან განცდებზე ფაქტიურად არ საუბრობდა. თამარი იყო ძალიან ემოციური ადამიანი, ამიტომაც მე ვცდილობდი მასთან მესაუბრა პოზიტიურ თემებზე, დამეყენებინა კარგ ხასიათზე, თუმცა კონკრეტულად რას განიცდიდა, ამაზე ჩემთან არ საუბრობდა. ჩემთვის ცნობილი იყო, რომ თამარი მუშაობდა დეველოპერულ კომპანიაში, რომელიც მდებარეობდა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე. თავად საუბრობდა, რომ ამზადებდა პროექტს, თუმცა რა პროექტზეა საუბარი, არ ვიცი, რადგან ვერ ვერკვევი კომპიუტერულ საკითხებში. ერთხელ ჩვენ ერთად გამოვაცხეთ ნამცხვრები, რომელიც თამარმა მიართვა თავის თანამშრომლებს", - წერია რიტა ზურაბიშვილის ჩვენებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42