შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ნაწილს ბრალი დაუმძიმდათ
სამართალი - 12:55, 04 Sep, 2020     1339

19 წლის ფეხბურთელის საქმე - გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გიორგი შაქარაშვილის საქმის გამომძიებლები და ბრალდებულების ადვოკატები იმყოფებოდნენ. ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულების ნაწილს საქმეზე ბრალი უმძიმდება, მათ შორის არის დაკავებული ირაკლი წაქაძე, რომელსაც ბრალი ჯგუფური ძალადობის მუხლით ჰქონდა წაყენებული. მის ბრალდებას დაემატა სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ერთერთ დაზარალებული არასრულწლოვანთან და ბრალდებულ ვახტანგ ჩიქოვანთან მიმართებაში, საუბარია აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებაზე. ადვოკატის განმარტებით, მუხლის დამძიმების მოტივი ექსპერტიზის დასკვნებია. გაიოზ ჩარკვიანი საქმის მოწმეებს უნდობლობას უცხადებს და გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს.

"დაზუსტება გვითხრეს და სინამდვილეში ახალი ბრალის ფორმულირება წარუდგინეს, ეს არის 120-ე მუხლის მეორე ქვეპუნქტის "დ" ქვეპუნქტი, ეს არის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ოღონდ ჯგუფურად. საბურთალოს მხარეს წარმოადგენს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და ისეთი მოწმეები არიან, ეს არის აბსურდი საერთოდ, თუნდაც ამირხანაშვილი, თუნდაც ახვლედიანი, თუნდაც ბროლაძე, ღიბრაძე, რომელიც არ შედის არცერთ კონტექსტში საბურთალოელებთან მიმართებაში“,-ამბობს გაიოზ ჩარკვიანი.

ამასთან, ბრალი უზუსტდებათ "ტოიოტა ქემრის" მგზავრებსაც, მათ ბრალი წაყენებული აქვთ განზრახ მკვლელობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით. გამოძიება კი აზუსტებს, რომ მათ საქმის ერთერთ მთავარ მოწმეს, გურამ ამირხანაშვილს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, წინასწარ განზრახულად დანაშაულის დაფარვის მიზნით.

"ზუსტდება და ფაქტიურად მორგება ხდება საქმეში არ არსებულ მტკიცებულებებზე, რომელ დაფარვაზე არის [საუბარი] მაშინ, როდესაც თავისუფლების აღკვეთას ადგილი არ ჰქონია. ფორმულირების შეცვლა არ გულისხმობს კვალიფიკაციის შეცვლას, როდესაც ფორმულირება მოცემული გვაქვს შეიცვლება გარემოებები და დაემატება ფარატინა სიტყვები“,-ამბობს არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაშვილის ადვოკატი, ვასილ მამულაშვილი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42