ხობში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
კრიმინალი - 10:57, 04 Sep, 2020     1826

ხობში სამართალდამცავებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.


"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე, 2020 წლის 30 აგვისტოს შემოვიდა ინფორმაცია, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსა-დღვაბას მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მუნჩიაზე უკანონო თევზჭერის შესახებ. ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოდ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთას მკვიდრი, ორ უცნობ პირთან ერთად, აკრძალული საშუალებით - თვითნაკეთი ელექტროშოკის აპარატით, ე.წ. „პილინგით“ თევზაობდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები სავარაუდო დანაშაულის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ, თუმცა ადგილზე სავარაუდო სამართალდამრღვევები აღარ დახვდათ. ზარის ინიციატორების ინფორმაციით, ბრაკონიერები დანაშაულის ადგილიდან ავტომანქანით მიიმალნენ.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნა. საქმეზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს" - ნათქვამია ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42