წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი გადაცემაში "დღის სტუმარი" ამბობს, რომ შაქარაშვილის საქმეზე, ბოლო დასკვნა ეწინააღმდეგება ექსპერტიზის პირველ დასკვნას და უცნობია, თუ რა მტკიცებულებებს ემყარება ის.
"ბოლო და პირველი დასკვნა ერთმანეთთან რელევანტური არ არის. ჩვენი ექსპერტი აუცილებლად შეისწავლის მას. საბოლოო დასკვნა მიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ იგი მორგებულია გამოძიების იმ ვერსიას, რომელიც მულტფილმის სახით იქნა წარმოდგენილი. გარდა ამისა, იგი სცილდება მედიცინის კანონებსაც," - ამბობს ჯიშკარიანი.
მისი თქმით, სამედიცინო თვალსაზრისით, საეჭვოა გარდაცვალებიდან 96 საათის განმავლობაში გვამური გაშეშება.
"ექსპერტიზამ 70-იანი წლების დოკუმენტით იხელმძღვანელა საბოლოო დასკვნის დადებისას. ეს ყოველივე კი აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტების მეთოდოლოგიას," - აცხადებს ჯიშკარიანი.
მასალის გამოყენების პირობები






