შინაგან საქმეთა სამინისტროში ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" გამოკითხვა დასრულდა.
"კაწრო" საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.
ბილანიშვილის მტკიცებით, იგი უწყებაში საჯარიმოდან მანქანის გასაყვანად იმყოფებოდა. მისი უწყებადამცველი კი ამბობს, რომ "კაწრო" შსს-ში ექსკურსიაზე იყო და მისი დაბარება გიორგი შაქარაშვილის საქმესთან კავშირში არაა.
"პირად საქმეზე ვიყავით. ჩათვალეთ, ექსკურსიაზე ვიყავით", - ამბობს ბილანიშვილის ადვოკატი თამარ აბესაძე.
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე კი მიიჩნევს, რომ ბილანიშვილს საქმესთან შემხებლობა არ აქვს და მისი დაბარების მიზანი გაურკვეველია.
"ამ ადამიანს საერთოდ არ აქვს შეხება აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც ჩანს, უკვე მეორედ იბარებენ და ეს ცოტა დამაფიქრებელია. ყოველ შემთხვევაში, მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და ვნახოთ, რა ინფორმაციას მიაწვდის ის საგამოძიებო უწყებას. პირველ ეტაპზე მან განაცხადა, რომ არანაირი შემხებლობა არ აქვს აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც ჩანს, მეორედ დასჭირდა საგამოძიებო უწყებას მისი დაბარება", - ამბობს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.
მასალის გამოყენების პირობები






