პირველად საქართველოში, იპოთეკური სესხის მიღება კიდევ უფრო მარტივად, ციფრულადაა შესაძლებელი.
ვებ-გვერდზე tbcmortgage.ge მომხმარებელი შეძლებს იპოთეკურ სესხთან დაკავშირებული მისთვის საჭირო ყველა საბანკო ოპერაციის შესრულებას, მათ შორის:
· თანხის მოთხოვნას სასურველი უძრავი ქონების შესაძენად;
· თანხის მოთხოვნას რემონტისთვის ან უძრავი ქონების ასაშენებლად;
· ყველა არსებული იპოთეკური სესხის გაერთიანებას;
· სასურველი პაკეტის შექმნას, რომელიც მოიცავს:
შეძენა/აშენება/გარემონტება/სესხების გადაფარვას;
· სესხის კალკულატორით სარგებლობას და წინასწარ ყოველთვიური შენატანის დაანგარიშებას;
· წინასწარ იმის განსაზღვრას, რა რაოდენობის იპოთეკური სესხის აღება შეუძლია და სხვ.
პლატფორმის დახმარებით მომხმარებელს იპოთეკური სესხის წინასწარ დამტკიცება და 6 თვის მანძილზე სასურველი კომერციული ფართის, ბინის, აგარაკის მოძებნის და შერჩევის შესაძლებლობაც ექნება.
იპოთეკური სესხების გამარტივებული არხის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე - tbcmortgage.ge .
მასალის გამოყენების პირობები