შემოდგომაზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს საკმაოდ დატვირთული კალენდარი აქვს.
2018-2019 წლების სეზონში D1 ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლით, საქართველოს ეროვნულმა ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონში C დივიზიონში გადავიდა და შესაბამისად, ქართველი ფეხბურთელები C2 ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიის, ესტონეთისა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად 1-ლი ადგილისთვის იბრძოლებენ.
ჯგუფური ეტაპის მატჩები მიმდინარე წლის სექტემბრ-ნოემბერში გაიმართება (იხ. კალენდარი). C ლიგის ჯგუფების პირველ ადგილზე გასული ნაკრებები B ლიგის საგზურს მიიღებენ, მეოთხე ადგილზე გასული კი, ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან და ამ გზით გაარკვევნ თუ ვინ გააგრძელებს მომავალ სეზონში C ლიგაში ასპარეზობას.
5 სექტემბერი - ესტონეთი-საქართველო
8 სექტემბერი - საქართველო- ჩრდილოეთ მაკედონია
11 ოქტომბერი - სომხეთი-საქართველო
14 ოქტომბერი - ჩრდ. მაკედონია-საქართველო
15 ნოემბერი - საქართველო-სომხეთი
18 ნოემბერი - საქართველო-ესტონეთი
რაც მთავარია, 2020 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებს "დინამო არენაზე" ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის ისტორიაში - ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალი ბელარუსთან, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, ჩრდილოეთ მაკედონია-კოსოვის წყვილში მოგებულთან, 12 ნოემბერს, ასევე თბილისში, გადამწყვეტი შეხვედრა შედგება, სადაც ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის საგზური გათამაშდება.
უეფას გადაწყვეტილებით, სექტემბერში დაგეგმილი ყველა სანაკრებო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
სექტემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 25 ფეხბურთელია გამოძახებული. საწვრთნელი პროცესი 3 სექტემბრის ჩათვლით თბილისის ზღვაზე მდებარე ს.კ. ზესტაფონის ბაზაზე შედგება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი),სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი), დავით კობოური (დინამო, თბილისი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)
მასალის გამოყენების პირობები