მსოფლიო საფეხბურთო სამყარო გრანდიოზული ტრანსფერის მოლოდინშია- საუბარია არგენტინელი სუპერვარსკვლავის, ლიონელ მესის ბარსელონადან პრემიერ ლიგურ გრანდში, მანჩესტერ სიტიში წასვლაზე. ინგლისური კლუბის მფლობელმა კომპანია,
“city football group”-მა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ბარსელონას არგენტინელ შემტევს დაუდოს კონტრაქტი, რომლითაც ხელფასის სახით მესი 500 მილიონ ევროს მიიღებს 5 წელიწადში. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული და ესპანური მედია ავრცელებს.
კონტრაქტის დეტალებში აგრეთვე საუბარია დამატებით ფინანსურ ბონუსებზე- თუ მესი 3 წელს მინიმუმ გაატარებს მანჩესტერ სიტიში, იგი დამატებით 250 მილიონ ევროს მიიღებს, ამის შემდეგ იგი უნდა გადავიდეს ნიუ-იორკ სიტიში, სადაც კონტრაქტის გათვალისწინებით დარჩენილ თანხას მიიღებს.
თუ აღნიშნული შეთანხმება შედგება, მესი ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული სპორტსმენი გახდება. გაცხადებული ინფორმაციით, მესის ყიდვით დაინტერესებულია მანჩესტერ სიტი, ტურინის იუვენტუსი, მილანის ინტერი და აგრეთვე მანჩესტერ იუნაიტედი.
მასალის გამოყენების პირობები