31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 18:19, 30 Aug, 2020     5450

ვერძი

დასაქმებულ ვერძებს თავის გამოჩენის შესანიშნავი საშუალება ექნებათ, რაც მათ სოციალურ და თანამდებობრივ სტატუსს მნიშვნელოვნად აამაღლებს. ბევრი ვერძი თავისი ოცნების სამსახურს იპოვის, რაც საზოგადოებაში მათ პოზიციას გააუმჯობესებს. პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ამბიციების მქონე ვერძებს შეუძლიათ ამ დღის ტენდენციებით ისარგებლონ და მომავალ კარიერას მყარი საძირკველი ჩაუყარონ.

კურო

თვის ბოლოს ახალგაზრდა კუროებში ალკოჰოლისა და ნერკოტიკების მიმართ ლტოლვა გაძლიერდება. გირჩევთ ხმაურიანი წვეულებების მოწყობისგან თავი შეიკავოთ, თუნდაც ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი გქონდეთ.

ტყუპები

შესაძლოა, თვის ბოლოს გადაწყვიტოთ დაასრულოთ ურთიერთობა, რომელიც ძველი გრძნობის აჩრდილად იქცა. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, საკუთარი ეჭვებისა და ვარაუდების სისწორეში დარწმუნდით.

კირჩხიბი

ეს დღე მეგობრობას განასახიერებს. მეგობრები მზად არიან, პირველივე დაძახილზე თქვენთან გაჩნდნენ, მოგისმინონ, რჩევა მოგცენ და თქვენი დარდი გაიზიარონ. დააფასეთ მეგობრები და მადლობა უთხარით ადამიანებს, ვინც რთულ დროს არ მიგატოვათ.

ლომი

პლანეტების სასიკეთო განლაგება საშუალებას მოგცემთ, დაწყებული საქმეები დაასრულოთ, სწავლაში თავი გამოიჩინოთ და საჭირო კონტაქტები დაამყაროთ. მოლაპარაკებებზე ლოგიკით და ჯანსაღი აზრით იხელმძღვანელეთ. ზოგიერთი საქმიანი შეხვედრა არაფორმალურ ვითარებაში ჩაივლის, ზოგი კი სატელეფონო ზარითაც მოგვარდება.

ქალწული

ქალწულებს ეცხო ენების შესწავლის განსაკუთრებული ნიჭი აქვთ, რაც კარგ სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ. შესაძლოა, უცხოეთში მუშაობის შეთავაზება მიიღოთ, თუმცა ცხოვრების რადიკალურად შეცვლა გიჭირთ. ხელიდან ნუ გაუშვებთ შანსს, შესაძლოა, ასეთი შანსი მეორედ აღარ მოგეცეთ.

სასწორი

პლანეტების პოზიტიური განლაგება ენერგიით აგავსებთ. თქვენი ენთუზიაზმი გადამდებია. შესანიშნავი დღეა გაყიდვისთვის, მომსახურეობისა და ახალი იდეების შექმნისთვის. სიამოვნებას მიიღებთ ძვირფასი შენაძენით და განცხრომით ცხოვრებით. ეცადეთ, პირადი და ოჯახური ბიუჯეტი მთლიანად არ დააცარიელოთ.

მორიელი

თვის ბოლოს თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი მნიშვნელოვნად შემცირებულია, თუმცა ავადმყოფობამდე საქმე არ მივა. გახსოვდეთ საკუთარი ორგანიზმის პრობლემებისა და მოთხოვნილებების კერძოდ - ძილისა და დასვენების შესახებ. ეცადეთ, ყველაფერში ზომიერება დაიცვათ და ემოციებს ნუ აყვებით.

მშვილდოსანი

თვის ბოლოს ფინანსური სირთულეებისა და ზაფხულის პერიოდთან დაკავშირებული ემოციური კონფლიქტების მიუხედავად, საკუთარ მდგომარეობას გაიუმჯობესებთ. გეგმებს და მოქმედების სტრატეგიას შეცვლით და მომავალი წარმატებებისთვის სასტარტო პოზიციაზე გახვალთ. გაითვალისწინეთ, რომ წარმატებიათვის ინტუიცია და პირადი ინიციატივები დაგჭირდებათ.

თხის რქა

შესაძლოა, თქვენი დამსახურებები გარკვეული პერიოდის შემდეგ აღიარონ. გირჩევთ ამაზე ძალიან არ იდარდოთ და აპლოდისმენტებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ.

მერწყული

თქვენთვის თავგადასავლების, ავანტიურებისა და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების დრო დადგა. საკმაოდ ადვილად გააბამთ საქმიან თუ სასიყვარულო კავშირებს ტელეფონით, ინტერნეტით, ტრანსპორტში, ბიბლიოთეკაში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერ ურთიერთობაში გამოგადგებათ კომპლიმენტები, საჩუქრები და ყურადღების გამოხატვა, რაც ამჟამად იმაზე ადვილია, ვიდრე ოდესმე.

თევზები

აგვისტოს ბოლოს თქვენს ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მოსალოდნელია ემოციური გადაწყვეტილებები, დაუგეგმავი გარემოებები და სასიამოვნო ინფორმაცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42