სისხლიანი გარჩევა ხევსურეთში - მწყემსებმა ერთმანეთი, სავარაუდოდ, 3 500-ლარიანი ვალის გამო დაჭრეს
კრიმინალი - 18:35, 29 Aug, 2020     3592

სისხლიანი დაპირისპირება ხევსურეთში - სოფელ როშკაში ორი მწყემსის გარჩევა დაჭრით დასრულდა. მიზეზი, სავარაუდოდ, ნასესხები 3 500 ლარი გახდა, რომლის დაბრუნებას დავით მოსიაშვილი ზვიად ბექაურს სთხოვდა.

ოჯახის ინფორმაციით, დავით მოსიაშვილმა თავდების საშუალებით, უფროსისგან დაახლოებით 3 500 ლარი ისესხა, რომელიც ზვიად ბექაურს ასესხა და ის ორი წლის განმავლობაში ცდილობდა ამ თანხის დაბრუნებას. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ხევსურეთში, სოფელ როშკაში მუშაობდნენ მწყემსად. ოჯახის წევრების თქმით, ამ თანხაზე დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება მოგვიანებით ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ზვიად ბექაურმა კისრის არეში დავით მოსიაშვილს მძიმე დაზიანებები მიაყენა.

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი, კონსტანტინე მუმლაძე ამბობს, რომ პაციენტის ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

"პაციენტი შემოყვანილია 25-ში 8 საათსა და 25 წუთზე, კატასტროფის ბრიგადის მიერ. შემოსვლისას აღენიშნებოდა კისრის ღია ჭრილობა, წინა მხრის ღია ჭრილობა და გულ-მკერდის ღია ჭრილობა წინა ზედაპირზე... ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. ამჟამად იმყოფება მართვით სუნთქვაზე. მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა", - თქვა კონსტანტინე მუმლაძემ .





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42