სისტემის მძევალი ვარ - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული რევაზიშვილის სკანდალური წერილი ციხიდან
სამართალი - 15:32, 29 Aug, 2020     2401

19 წლის ფეხბურთელის მკვლელობა - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული, ნიკოლოზ რევაზიშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს. პატიმარი წერს, რომ საგამოძიებო უწყება საქმეს აყალბებს და მტკიცებულებებს შლის. რევაზიშვილის წერილი 26 აგვისტოთი თარიღდება.

რევაზიშვილი ამბობს, რომ შსს-ს მაღალჩინოსნები გაესაუბრნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ მის უდანაშაულობაში დარწმუნებულები იყვნენ, თუმცა სხვა გზა არ ჰქონდათ. მისივე თქმით, სიცრუეა საქმის ერთ-ერთი მოწმის, რევაზიშვილის თანამესაკნის კობა ჩიტიძის ჩვენება - თითქოს მას რევაზიშვილმა "გული გადაუშალა" და 50 000 ლარის სანაცვლოდ შესთავაზა მკვლელობა საკუთარ თავზე აეღო.

"უკვე 8 თვეა ვიმყოფები პროკურატურის ტყვეობაში. მედავებიან გურამ ამირხანაშვილის თავისუფლების აღკვეთას, თუმცა თავისუფლება არავისთვის აღმიკვეთავს.

მედავებიან ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობას, მაშინ, როცა გიორგი შაქარაშვილი არასოდეს მინახავს.

როცა გამოძიება დაიწყო, მაშინვე მივედი მცხეთაში გამომძიებლებთან და მოვუყევი, რაც ვიცოდი. პირდად მივუტანე გამოძიებელს 19 ივნისს ნაცვამი გაურეცხავი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, გადავეცი ჩემი მობილური ტელეფონი, ჩავაბარე გენეტიკური ანალიზი, ჩემი სურვილით მონაწილეობა მივიღე ამოცნობაში. გამომძიებელს გადავეცი ჩემი ტელეფონის გამხსნელი პაროლი, რომ ყველაფერი ენახათ, რაც ტელეფონში მქონდა, იმის ღრმა რწმენით, რომ სიმართლე დადგინდებოდა.

როცა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალი დამდეს და დამაბრალეს, თითქოს გზა მოვუჭერი შაქარაშვილს და ხევში ჩავედი, იმედი მქონდა, ექსპერტები გუგლის სისტემიდან ამოიღებდნენ არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩემი ფეხით გადაადგილების მარშრუტს და სიმართლე გაირკვეოდა, თუმცა, აღნიშნული ინფრომაცია გამოძიებამ წაშალა. ამის შემდეგ მივხვდი, რომ გამოძიება და მართლმსაჯულება სიმართლის დადგენით კი არ არის დაკავებული, არამედ ფაქტების გაყალბებით, მას შემდეგ რაც გამოძიებამ წამიშალა თავის მართლების ფაქტობრივად ერთადერთი მტკიცებულება, მივხვდი, რომ ამ ბინძური სისტემის წინააღმდეგ ნებისმიერი ადამიანი უძლურია.

მეგონა, რომ სისტემა ამაზე მეტს ვერაფერს დამიშავებდა, თუმცა ვცდებოდი, როცა ამოცნობის მიზნით ციხიდან შსს-ში გადამიყვანეს. იქ არ დარჩენილა თანამდებობის პირი, რომელიც არ გამესაუბრა და კითხვები არ დამისვა. ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ დარწმუნებული იყო ჩემს უდანაშაულობაში, თუმცა მეუბნებოდნენ, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ. ამ სიტყვების წარმოთქმისას ყველა მაღლა იხედებოდა.

წარმოგიდგენიათ? როცა ის, ვინც მკვლელობას საჯაროდ გაბრალებს, არაფორმალურ ვითარებაში გიდასტურებს, რომ უდანაშაულო ხარ. არგუმენტი - სხვა გზა არ აქვთ.

დღეს, 2020 წლის 20 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ გამოძიებამ გამოკითხა ჩემი თანამესაკნე, კობა ჩიტიძე, რომელსაც თურმე არჩადენილი დანაშაულის შესახებ აღსარება ჩავბარე და მოვუყევი, თუ როგორ მოხდა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა.

აგრეთვე, თურმე 50 000 ლარის სანაცვლოდ კობა ჩიტაძეს შევთავაზე მის თავზე აეღო გიორგის მკვლელობა. არ მგონია ჩვენებაში მითითებული გარემოებები რომელიმე საღად მოაზროვნე ადამიანმა დაიჯეროს, თუმცა, მთელმა საზოგადოებამ მინდა გაიგოს, თუ სადამდე მიდის ამ სისტემის ფანტაზიები. ახლა ვხვდები სისტემამ რატომ აუკრძალა საზოგადოებას საქმეში ჩახედვა. იმიტომ, რომ არ ენახა კობა ჩიტიძე, რომელიც თავისუფლების სანაცვლოდ ეშმაკთან, ანუ ჩვენს სამართლადამცავ სისტემასთან დებს გარიგებას.

მინდა მივმართო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ჩემს სიკვდილით დასჯას ითხოვს არჩადენილი დანაშაულისთვის, და გისურვოთ, არასოდეს აღმოჩნდეთ ამ სადამსჯელო მანქანის მძევალი.

და ბოლოს, მინდა მივმართო კობა ჩიტიძეს, ტყუილებით თავისუფალი ვერასოდეს გახდები.

პატივისცემით, სისტემის მძევალი

ნიკოლოზ რევაზიშვილი" - აღნიშნულია რევაზიშვილის წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42