ახალგაზრდა პროგრამისტის ბურუსით მოცული სამქე - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ უნდა დადგინდეს, თუ როდის დატოვეს სუს-ის ავტომანქანებმა შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის ტერიტორია და რა მარშრუტით გადაადგილდებოდნენ ისინი.
„ვიცი მასალა, რაც გაასაჯაროვა პროკურატურამ. ეს არის ის, როდესაც სამი ჯიპი შედის ბაზაზე, მაგრამ ჩვენი მოთხოვნაა და თვითონ გამოძიებასაც აქვს დაყენებული შუამდგომლობა, რომ უნდა დაადასტურონ, რომელ საათზე გამოდის იმ ბაზიდან აღნიშნული სამი ჯიპი. ჩვენთვის ეს მტკიცება არ არის, რადგან სხვა მონახაზიც გვაქვს, რომ ბაზიდან არის საიდუმლო გასასვლელები“, – განაცხადა რამიშვილმა.
მიხეილ რამიშვილის განმარტებით, პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ ნიშნავს, რომ სამი ავტომანქანის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები






