თუ ბავშვის ოთახის რემონტამდე მიხვედით, ან უბრალოდ შპალერის შეცვლა გადაწყვიტეთ თქვენი შვილის სამფლობელოში, საუკეთესო მომენტი შეგირჩევიათ – სამშენებლო–სარემონტო მასალების ამიერკავკასიაში უდიდესი ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“ საბავშვო შპალერის კვირეულს იწყებს!
ბავშვის ოთახისთვის შპალერის შერჩევისას უპირველესად ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე უნდა ვიზრუნოთ. რა თქმა უნდა, არცთუ მესამეხარისხოვანია შპალერის ვიზუალის შესაბამისობა ოთახის ზოგად სტილთან.
ფასდაკლების აქციის ფარგლებში „მიჰაუსი“ მომხმარებელ სწორედ ეკოლოგიურად უსაფრთხო და მრავალფეროვან შპალერებს სთავაზობს მომხმარებელს. საბავშვო შპალერის კვირეულის ფარგლებში შემდეგი წამყვანი ბრენდების პროდუქციაა წარმოდგენილი:
ესპანური კომპანია სპეციალიზირებულია საბავშვო შპალერის ფართო სპექტრის პროდუქციის წარმოებაზე. იყენებს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, არატოქსიკურ მასალებს მრავალფეროვანი, გამძლე, და ხელმისაწვდომი პროდუქციის შესაქმნელად.
კომპანიის ძირითადი ფასეულობებია: ხარისხი, სტილი და ფასი.
Dandino-ს გააჩნია ექსპერტ-დიზაინერთა ჯგუფი, რომელიც შეისწავლის აღნიშნულ დარგში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციებსა და გადაწყვეტილებებს, მათი ამოცანაა შექმნან შპალერის ისეთი სტილი და დიზაინი, რომელიც ბავშვის წარმოსახვაში იბადება.
ამასთანავე, საკუთარი სტილისა და დიზაინის შემუშავების გარდა, Dandino თანამშრომლობს Disney and Warner Bros-თან, რომლის საფუძველზეც იქმნება საბავშვო შპალერების სტილი, სხვადასხვა მითიური პერსონაჟების დიზაინით.
კომპანია დაარსებულია თურქეთში. აწარმოებს მაღალი ხარისხსის, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ინტერიერის შპალერს.
AdaWall ფლობს საერთაშორისო სერთიფიკატებს და უზრუნველყოფს პროდუქტისა და პროცესების ხარისხს, მსოფლიო დონის შეფუთვასა და გადაზიდვას, გაყიდვების შემდგომ მომსახურებას და მომხმარებლის კმაყოფილებას.
გვთავაზობს გამორჩეულ, უსაფრხო, წყალზე დაფუძნებული მასალებით შექმნილ, თანამედროვე და კლასიკური სტილის , მაღალი ხარისხის, გამძლე შპალერს. ყველა პროდუქტი შემოწმებულია, გავლილი აქვს გამოსაცდელი პროგრამა, და უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისია.
დავუბრუნდეთ დიზაინს, რომელიც ეკოლოგიური უსაფრხოების შემდეგ უდიდეს მნიშვნელობას ატარებს ბავშვის ოთახის მოსაწყობად. ამ შემთხვევაში „პიჰაუსი“ უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მზრუნველ მშობლებს: ჰიპერმარკეტის დიზაინერებთან შესაძლებელია წინასწარ მომზადდეს ინტერიერის 3D გამოსახულება და VR-სათვალის მეშვეობით ასევე წინასწარ შევიხედოთ ბავშვის ოთახში და დავრწმუნდეთ, რომ სწორედ ეს არის ის, რაც გაუხალისებს ბავშვს ცხოვრებას და სიმყუდროვეს შეუქმნის საკუთარ სამფლობელოში.
შპალერების ფასდაკლების სააქციო პერიოდი "მიჰაუსში" 28 აგვისტოდან - 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები