გერმანელი ქერათნიანი ლამაზმანის კარიერული აღმასვლა 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო. მისი სიმაღლეა 180 სმ, წონა - 58 კგ. პარამეტრები - 95x62x92. აღსანიშნავია, რომ ეს პარამეტრები კლაუდიამ სამი შვილის გაჩენის შემდეგაც შეინარჩუნა. კლაუდია შიფერი თავის დროზე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდილი იყო - იგი დღეში დაახლოებით 50 000 დოლარს იღებდა და ოფიციალურად მილიონერია.
იგი მოდელთა შორის აბსოლუურ რეკორდს ფლობს ჟურნალების ყდაზე გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, რაც "გინესის რეკორდების წიგნშიც" არის დაფიქსირებული.
ამავე წელს მან Chanel-ისგან შესანიშნავი შეთავაზება მიიღო, ხოლო კარლ ლაგერფელმა ის თავის მუზად გამოაცხადა.
1995 წელს კლაუდია Paris Match-მა მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალად დაასახელა.
სამწუხაროდ, შიფერის კინოკარიერა არ შედგა. იგი რამდენიმე ფილმში გადაიღეს, თუმცა, ამას მისთვის დიდი წარმატება არ მოუტანია.
1993 წელს მან ილუზიონისტი დევიდ კოპერფილდი გაიცნო, ერთი წლის შემდეგ ისინი დაინიშნენ, მაგრამ ქორწილამდე საქმე არ მისულა 1997-ში წვილი დაშორდა. დადიოდა ხმები, რომ მათი ურთიერთობა მხოლოდ პიარ-აქცია იყო. ასევე, 2002 წელს დადიოდა ხმები მის და ბრიტანეთის პრინც უილიამის ურთიერთობის შესახებ (უილიამი მაშინ 20-ის, ხოლო კლაუდია- 30 წლის იყო), თუმცა, ამ ხმებს ორივე უარყოფდა.
2002 წელს, 16 თვაინი ნაცნობობის შემდეგ, კლაუდია ბრიტანელ პროდიუსერსა და კინორეჟისორ მეტიუ ვონს გაჰყვა ცოლად. მათ 1 ვაჟი და ორი გოგონა შეეძინათ. ამჟამად ის მთელ დროს ოჯახს უთმობს. კლაუდია დღესაც პოპულარულია მის ინსტაგრამგვერდს 1,3 მილიონი გამომწერი ჰყავს. თავის დაბადების დღეზე მან სპეციალურად ვიდეო გამოაქვეყნა.









მასალის გამოყენების პირობები






