სოციალურ ქსელში თვითმარქვია სასულიერო პირზე განცხადება ვრცელდება.
„ფეისბუქ“–მომხმარებელი, რომელიც დარეგისტრირებულია სახელით „უფლის ნაკვალევზე“, წერს, რომ იოანზე ჯალაღონიამ, რომელიც თავს სასულიერო პირად ასაღებს, არასრულწლოვანს შიშველი ფოტოები გააგზავნინა და შემდეგ მისი შანტაჟი დაიწყო:
„ძალიან მძიმე ისტორია უნდა მოვყვე ახლა. ძალიან გთხოვთ მაქსიმალურად გაავრცელეთ, რადგან ეს გარეწარი, ადამიანებს ღუპავს! ერთერთმა მოქალაქემ მოგვწერა, არასრულწლოვანმა, რომელსაც ურთიერთობა ჰქონდა ამ ვითომ ბერ იოანესთან! რაღაც პერიოდის შემდეგ ბავშვს ესაუბრა და აჯერებდა, რომ ჰქონდა ჯადო და ამის ახსნისთვის უნდოდა მისგან კონკრეტული ქმედებები. საბოლოო ქმედება იყო შიშველი ფოტო გადაეღო და გაეგზავნა, რაზეც არასრულწლოვანს ჰქონდა ძალიან ცუდი რეაქცია. თუმცა, დააჯერა, რომ ეს გააკეთებინა! ამის შემდეგ, დაიწყო შანტაჟი ამ არასრულწლოვანის და ეუბნებოდა თუ ვინმეს ეტყოდა, ფოტოებს გაგისაჯაროვებო! ასევე, ფულს მოგცემ და კიდევ გადმომიგზავნე ფოტოებიო. მიაყენა დიდი მორალური ზიანი და ბავშვი მიიყვანა თვითმკვლელობამდე! ძალიან განერვიულებულებული ვარ, ეხლა სულ ერთია, მიწიდან ამოითხრება და პასუხს აგებს ადამიანების დაღუპისთვის. ამ არასრულწლოვან ბიჭს კი ვპირდებით, რომ უმკაცრესად დაისჯება ეს გარეწარი და ჩვენ მის გვერდით ვართ! ეს ადამიანი არის სექტანტი და მამათმავალი, რომელიც ჩვენს ახალგაზრდობას ღუპავს გთხოვთ ყველამ გაიგოს რას ჩადის ეს გარეწარი ! ყველამ ერთად უნდა გამოვიყვანოთ ეს ბავშვი სტრესიდან და დედაეკლესიისკენ მოვაბრუნოთ და ამ იოანე ჯალაღონიას საკადრისი პასუხი გაეცეს, დაისაჯოს უმკაცრესი წესით!!!!!“
მასალის გამოყენების პირობები