25 აგვისტოდან, 8 საათიანი ქრონიკის დასრულებისთანავე, "იმედის" ეთერში სტარტს აიღებს "ლოტო 6/42" - ის პირველი გათამაშება - 700 000 ლარზე მეტი ჯეკპოტით.
ყველასთვის საყვარელი წამყვანი დუტა სხირტლაძე, პირველად დააჭერს დოლურის ღილაკს ხელს და პირველად გამოავლენს ლოტოს მოგებულებს "იმედის" ეთერში. მოგვინებით, მას თანაწამყვანი ეკა ამირეჯიბიც შეუერთდება. ლოტო "6/42" - ის გათამაშება "იმედზეც" ტრადიციულ დღეებში, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს გაიმართება.
უცვლელი რჩება ტირაჟიანი ლოტო "6/42" - ის წესები. ბილეთების შეძენა კი, ასევე, ტრადიციულად, შესაძლებელია კომპანიის სერვის-ცენტრებში, საქართველოს ფოსტის ჯიხურებსა და ონლაინ - კომპანიის საიტზე - Www.Lotto.Ge -ზე.
ასევე, უცვლელია ბილეთების ღირებულებაც: ლოტო "6/42" - ის ბილეთის ფასი 2 ლარია.
რა თქმა უნდა, უცვლელია საპრიზო ფონდიც - ლოტო "6/42" - ის ჯეკპოტი უკვე 700 000 ლარზე მეტია.
მოგების იმედით შევხვდებით ,,იმედზე''
#დაუჯერენიშნებს #მოგებაშეუძლიაყველას #ლოტო #იმედი
მასალის გამოყენების პირობები