25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 17:25, 24 Aug, 2020     7209

ვერძი

ძველი საქმეების გამო მოსალოდნელია გართულებები ოფიციალურ სტრუქტურებთან. საბოლოოდ, ყველაფერი მოგვარდება, მაგრამ რაღაც დროის მანძილზე ეს პროცესი ძირითადი საქმეებისგან მოგწყვეტთ და წინსვლაში ხელს შეგიშლით. გახსოვდეთ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, კანონის ყველა მოთხოვნა უნდა შეასრულოთ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახის უფროსი წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობას. შესძლოა, რომელიმეს თქვენი დახმარება დასჭირდეს.

კურო

შესაძლოა, ამ დღეს პროფესიულ საკითხებზე კონცენტრირება და ისეთ პრობლემებზე მუშაობა მოგიწიოთ, რომლებსაც, თქვენ გარდა, ვერავინ მოაგვარებს. თამამად ეძებეთ არასტანდარტული გამოსავალი. მხოლოდ ასე შეძლებთ ერთი შეხედვით ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლას.

ტყუპები

გსურთ, რომ გვერდით ახლობელი და საყვარელი ადამიანი გყავდეთ, მაგრამ მან თქვენი დამოუკიდებლობა არ უნდა შეზღუდოს. როგორც ყველას, უარყოფითი თვისებები თქვენც გაქვთ, მაგრამ დახვეწილი იუმორის და მომხივლელობის წყალობით ამის ნეგატიურ შედეგებს თავიდან აიცილებთ.

კირჩხიბი

ამ დღეს მოგზაურობისა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლისგან თავი უნდა შეიკავოთ. ამ თემაზე ყველაზე მომგებიანი წინადადებაც კი საბოლოოდ, ფიქცია აღმოჩნდება და დიდ უსიამოვნებას მოგიტანთ. მოსალოდნელია ფულის კარგვა, ოჯახური კონფლიქტები და ქრონიკული დაავადებების გამწვავება. გირჩევთ, გეგმების შესრულება სამომავლოდ გადადოთ და მთელი დღე სახლში გაატაროთ.

ლომი

შინაგანი არასტაბილურობა ნათესავებთან, მეზობლებთან და ნაცნობებთან კონფლიქტამდე მიგიყვანთ და კოლეგებთან ურთიერთობას გაგიუარესებთ. მოგზაურობა წარუმატებელი იქნება, სამაგიეროდ, ეს დღე შესანიშნავია საყვარელ ადამიანთან და ბავშვებთან ურთიერთობისთვის. გადახედეთ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობას. სავარაუდოდ, ურთიერთგაგების გრძნობა გაკლიათ.

ქალწული

სასურველი მიზნის მისაღწევად მძიმე და ხანგრძლივი შრომა გჭირდებათ. აირჩიეთ რა უფრო საჭირო და ძვირფასია თქვენთვის ცხოვრების ამ ეტპზე. არჩევანის გაკეთება თუ გიჭირთ, რჩევისთვის უახლოეს მეგობრებს მიმართეთ.

სასწორი

კარგი დროა მათთვის, ვისაც დაკარგულის ანაზღაურება სურს. ენერგიის მოზღვავება და საკუთარი თავის რწმენა წარმატებას მოგიტანთ. ამ დღეს მატერიალური თვალსაზრისით მოულოდნელ შემოსავალს უნდა ელოდოთ. დღის მეორე ნახევარი შესაფერისია იმისთვის, რომ ბავშვებს და საყვარელ ადამიანს სიურპრიზი მოუმზადოთ.

მორიელი

მორიელებს საშუალება ექნებათ, ფილოსოფიური თვალსაწიერი გაიფართოვონ, რადგან ამ დღეს ინტელექტუალური პოტენციალი და შრომისუნარიანობა გაძლიერებულია. ენერგიის ისეთ მოჭარბებას გრძნობთ, რომ მზად ხართ, მთები გადააბრუნოთ. კარგი დროა ახალი საქმეების დასაწყებად. შეგიძლიათ მატერიალური კეთილდღეობის ასამაღლებლად საყვარელი საქმე აკეთოთ.

მშვილდოსანი

მშვენიერი დღეა ოჯახური ურთიერთობების დასალაგებლად, სახლის რემონტის, ფინანსური წარმატებისა და სასიყვარულო ურთიერთობისთვის. ბევრი ერთგული მეგობარი გყავთ, რომლებიც პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებიან. რთულ მომენტებში ყველაზე მეტად კეთილი რჩევა და მხარდაჭერა გჭირდებათ.

თხის რქა

ამ დღეს გამოვლინდება თქვენი ორგანიზატორული თვისებები და ყველა საქმეში წარმატების მიღწევის უნარი, თუმცა კრიზისულ სიტუაციში შეიძლება გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდეთ. უდავოდ, თქვენი უნარები გეხმარებათ, სამსახურში წარმატებებს მიაღწიოთ, მაგრამ სისუსტეებიც გაქვთ, რომლებიც არ უნდა დაივიწყოთ.

მერწყული

ამ დღეს შესაძლოა ძლიერი პედაგოგიური პოტენციალი და ხელქვეითებზე მზრუნველობა გამოავლინოთ. ბავშვებთან ურთიერთობაში მეტი კონკრეტიკაა საჭირო. დაუსახელეთ საკუთარი ცხოვრებისეული მაგალითები, რათა სწორად ორიენტირება შეძლონ.

თევზები

კრიტიკული დღეა და მაღალია უბედური შემთხვევების რისკი. განსაკუთრებულად, საფრთხე სახლიდან შორს მყოფებს ემუქრებათ - მოსალოდნელია უეცარი ავადმყოფობა. სიფრთხილე გამოიჩინეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ საჭესთან ყოფნისას. მოერიდეთ შემთხვევით გაცნობილ ადამიანებს და საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42