სოციოლოგი და ფილოსოფოსი გიგი თევზაძე შატილის გზაზე მომხდარ კატასტროფას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ადგილი სადაც კატასტროფა მოხდა უხიფათოა.
„თბილისი-შატილის გზაზე ყველანარი ტრანსპორტით ნამყოფი ვარ. ყველა სეზონზე. ფეხითაც.
ეგ ადგილი - ბისოდან ხახმატამდე - უხიფათოა. არც მახსოვს მანდ ვინმე გადავარდნილიყოს, ბოლო 20 წლის განმავლობაში (შეიძლება ვცდები).
მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მძღოლებზე და გაუმართავ მანქანანებზე დაბრალება უაზრობაა: გაუმართავი მანქანაც არ უნდა გადავარდეს ხევში. თუ გზის გაკეთება გადაწყვიტე, პირველ რიგში ეგ უნდა მოაგვარო.
ახლა რა გამოვიდა: ორი წელია მთავრობა გზას აკეთებს და ისე ვერ გააკეთა, რომ მანქანა არ ჩავარდეს ხევში ერთ-ერთ ყველაზე უხიფათო ადგილას“, - წერს გიგი თევზაძე.
ცნობისთვის, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები