"იქნებ დროულად სიკვდილი სჯობდეს" – გელა ჩარკვიანის ემოციური პოსტი შატილის ტრაგედიაზე
სოც.მედია - 16:10, 24 Aug, 2020     4679
მწერალი და დიპლომატი გელა ჩარკვიანი დუშეთში მომხდარ ტრაგედიას ემოციური პოსტით ეხმაურება:

"თითქოს პირიქით უნდა იყოს, თუმცა სინამდვილეში, ასაკის მატებასთან ერთად, სულ უფრო მგრძნობიარე და სენტიმენტალური ხდები. ალბათობათა მზაკვრობით დაშინებული, მარად ცუდი ამბის გაგონებას ელი. იქნებ დროულად სიკვდილი სჯობდეს. სიცოცხლე მყიფეა და, თუ დიდხანს ცხოვრობ, ბევრი უბედურება შეიძლება ნახო. მახსოვს, როგორ განიცდიდა უკვე ღრმად მოხუცებული მამაჩემი ჩემს ყოველ მოგზაურობას საზღვარგარეთ შევარდნაძესთან ერთად. წინათ ასე არ ვიყავიო, მეუბნებოდა. ტრაგიკულად დასრულებული ავტოავარიის ან ავიაკატასტროფის ყოველი შემთხვევა რამდენიმე დღით მოსვენებას მიკარგავს. მტანჯავს ყოველი ცნობა ადამიანის, განსაკუთრებით ახალგაზრდის და, კიდევ უფრო, ბავშვის სიკვდილის შესახებ, მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა ხდებოდეს ეს. რაღა ის? რაღა იმ დროს? რაღა იმ ადგილას? ახალი ამბების საიტებზე თვალს გადავავლებ ინფორმაციებს და თუ რაიმე „საეჭვოს“ შევნიშნავ, გამოვტოვებ, არ წავიკითხავ. არ მინდა კიდევ ერთხელ დავრწმუნდე ადამიანის სიცოცხლის სრულ დაუცველობაში. ვინ გვამასხარავებს ასე დაუნდობლად?!", – წერს ჩარკვიანი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დატრიალებული ტრაგედიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი მძიმედ დაშავდა. შატილიდან თბილისისკენ მიმავალი მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან, ხევში გადაიჩეხა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42