ახალგაზრდა პროგრამისტის ბურუსით მოცული საქმე - "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა "მთავარ აქცენტებში" თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი გარემოებები გაასაჯაროვა.
ირკვევა, რომ 23 წლის პროგრამისტს გარდაცვალებამდე ოპერატიული მანქანები დაყვებოდნენ. გარდა ამისა, ბაჩალიაშვილი საბანკო ანგარიშებიდან დიდი ფულის მოსახსნელად გამოიყენეს, შემდეგ კი მოიშორეს.
დაღუპულის ოჯახისა და მათი ადვოკატის აზრით, საქმის ახალი გარემოებები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და გამოძიებას თავდაყირა აყენებს.
"სამი დღეა, ვიხვეწები, გამიგეთ ვისი ნომრებია-მეთქი და არ დააყენეს საშველი. ერთი თითის დაჭერა უნდოდა და ამოყრიდნენ იმ ნომრებს, მაგრამ არ აწყობდათ და უნდათ, რომ შეფუთონ ან სხვა მანქანებზე გადააკრან ის ნომრები", - ამბობს დაღუპულის დედა თეონა თამაზაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






