გურიაში ჩხავერის კულტურის აღდგენა თიბისის მხარდაჭერით ხორციელდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:26, 24 Aug, 2020     1219

ჩხავერი გურიის აბორიგენული ვაზის ჯიშია, რომლისგანაც უმაღლესი ხარისხის, გამორჩეულ ღვინოს აყენებენ. გურიის რეგიონის გარდა ჩხავერი მოჰყავთ აჭარაშიც და იმერეთშიც. ბოლო წლებში საქართველოში კვლავ დაიწყო გადაშენების პირამდე მისული ჩხავერის კულტურის აღდგენა.

რევაზ ანთაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ჩოხატაურში მამაპაპისეულ მიწაზე ჩხავერის მოყვანის ტრადიციის აღდგენა გადაწყვიტა. მან თიბისის მხარდაჭერით 3500 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე 700 ძირი ჩხავერი დარგო.

„ჩხავერი განსაკუთრებული ყურძენია და განსაკუთრებულ მოვლასაც მოითხოვს. ამ ადგილას ჩემს წინაპრებს ადრე ჰქონიათ ჩხავერი, ვაპირებ, რომ თანდათან 1 ჰა-მდე გავზარდო ჩხავერის ვენახები. ამას გარდა, ჩვენს მხარეში გავრცელებული სხვა იშვიათი ჯიშების მოყვანასაც ვგეგმავ, ისეთის როგორებიცაა - ჯანი და სხილათობანი," - ამბობს რევაზ ანთაძე.

ფერმერი პირველ მოსავალს 3 წელიწადში ელოდება. პირველ ეტაპზე რევაზ ანთაძე 5-დან 10 ტონამდე ღვინის წარმოებას გეგმავს. ჩხავერისგან დამზადებული ღვინო განსაკუთრებული ხარისხისაა. ღვინო ხასიათდება ღია ვარდისფერი შეფერილობით, ნაზი და ჰარმონიურია და გამოირჩევა ალკოჰოლისა და სიმჟავის ბალანსით. ყურძნის ამ ჯიშს იყენებენ ცქრიალა ღვინის დასაყენებლადაც. ბოთლში ჩამოსხმამდე მას 2 წლის მანძილზე ქვევრში ინახავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42