დედის მკვლელობასა და კანიბალიზმის საქმეზე მსჯავრებულის სკანდალური ისტორიები: ვიღაც ტირის, მეძებს... სამყარო მესაუბრება, რომ ამის დრო მოვიდა
ეს საინტერესოა - 13:16, 22 Aug, 2020     6517

დედის მკვლელობასა და კანიბალიზმის ეპიდოში ბრალდებული ირმა ყო­ჩი­აშ­ვი­ლი, რომელიც ამჟამად სასჯელს იხდის ამბობს, რომ უცნაური ხილვები აქვს, რომლის ახსნასაც მხოლოდ ნათელმხილველი ან ექსტრასენსი შეძლებს. ირმა ყოჩიაშვილი საკუთარ მძიმე ბავშვობას იხსენებს და გამზრდელი მშობლების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს. მისი თქმით, ბავშვობის ტრამვების შემდეგ მის სხეულში სხვა სული ჩასახლდა.

"ჩემი თავ­გა­და­სა­ვა­ლი საკ­მა­ოდ მძი­მე მო­სას­მე­ნია. ნაშ­ვი­ლე­ბი ვარ. მშობ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც მიშ­ვი­ლეს, ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­დნენ ჩემ­ზე, ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად მექ­ცე­ოდ­ნენ, სას­ტი­კი მო­პყრო­ბი­თა და წა­მე­ბით მსჯიდ­ნენ, წა­მარ­თვეს ცხოვ­რე­ბა, სი­ცო­ცხლის სურ­ვი­ლი; არ მქო­ნია ოჯა­ხუ­რი გა­რე­მო, არას­დროს მიგ­რძნია დე­დობ­რი­ვი სით­ბო, სიყ­ვა­რუ­ლი და მზრუნ­ვე­ლო­ბა. ყვე­ლა­ფე­რი კი იმით და­ი­წყო, რომ ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში და ჩემს მო­გო­ნე­ბებ­ში ცო­ცხლობ­და მშო­ბე­ლი დედა, რო­მე­ლიც მზრდი­და; სახ­ლი, სა­დაც ვიზ­რდე­ბო­დი. დე­და­ჩე­მი მა­ღა­ლი, გამ­ხდა­რი, გრძელ კა­ბა­ში ჩაც­მუ­ლი ქალი იყო მწვა­ნე თვა­ლე­ბით, ტალ­ღო­ვა­ნი გრძე­ლი შავი თმით.

ხში­რად არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ხმით ვღ­რი­ა­ლებ­დი, ვტი­რო­დი, ნერ­ვი­უ­ლი შე­ტე­ვე­ბი მქონ­და, კრუნ­ჩხვებ­ში ვვარ­დე­ბო­დი. მო­ხე­ტი­ა­ლე სუ­ლი­ვით და­ვი­ა­რე­ბო­დი. ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მოქ­ცე­უ­ლი შეშ­ლი­ლი­ვით ვკი­ო­დი, ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან ვი­თხოვ­დი, რომ ჩემი თავი მშო­ბე­ლი დე­დის­თვის და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ, სა­კუ­თარ სახ­ლში წა­ვეყ­ვა­ნეთ. ის დედა მე­ნატ­რე­ბო­და, რო­მე­ლიც ძი­ლის წინ ზღაპ­რებს მი­კი­თხავ­და.

გა­დავ­წყვი­ტე ცო­ტა­ო­დე­ნი ფული მე­შო­ვა და მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში დავ­ჯე­ქი, მო­წყა­ლე­ბის თხოვ­ნა და­ვი­წყე იმ ბავ­შვებ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლე­ბი იყ­ვნენ.სახ­ლი­დან წა­მო­სუ­ლე­ბი, სახლ-კა­რის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი პა­ტა­რე­ბი ღა­მეს ქუ­ჩა­ში ათევ­დნენ, მო­მა­ვა­ლი არ გა­აჩ­ნდათ. მათი ყოფა ქუ­ჩა­ში ხე­ტი­ა­ლით, ნარ­კო­ტი­კე­ბით, ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლის მი­ღე­ბით, ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო­ე­ბის ძებ­ნით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და. მათი არ­სე­ბო­ბა სიკ­ვდი­ლის ტოლ­ფა­სი იყო.

მას მერე სრუ­ლი მე­ტა­მორ­ფო­ზა გა­მო­ვი­ა­რე, სხვა სული ჩა­სახ­ლდა ჩემ­ში და 2013 წელს წიგ­ნის წე­რაც და­ვი­წყე. სი­ტყვე­ბი, წი­ნა­და­დე­ბე­ბი ყურ­ში ჩა­მეს­მო­და, არა­ამ­ქვეყ­ნი­უ­რი, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ხმით. შე­იძ­ლე­ბა ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, მაგ­რამ კად­რებს ვხე­დავ­დი გა­ხე­ლი­ლი თვა­ლე­ბით, ყვე­ლა­ფე­რი ფილ­მის ეპი­ზო­დე­ბი­ვით ტრი­ა­ლებ­და; დე­და­მი­წის არარ­სე­ბულ ფე­რებს ვხე­დავ­დი, რო­გორც კო­მის დროს ის პა­ცი­ენ­ტე­ბი ხე­და­ვენ, რომ­ლებ­მაც მძი­მე ტრავ­მე­ბი გა­და­ი­ტა­ნეს.

უც­ნა­უ­რი ხილ­ვე­ბი მაქვს და ვფიქ­რობ, ამ ყვე­ლაფ­რის ახ­სნას მხო­ლოდ ნა­თელ­მხილ­ვე­ლი ან ექ­სტრა­სენ­სი შეძ­ლებს, რო­მელ­საც ასე­ვე და­მეხ­მა­რე­ბა ჩემი ნამ­დვი­ლი მშობ­ლე­ბის პოვ­ნა­ში. სამ­ყა­რო მე­სა­უბ­რე­ბა, რომ ამის დრო მო­ვი­და. ჟამი დად­გა შეხ­ვედ­რის. ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, თით­ქოს ვი­ღაც მე­ძებს, ტი­რის, გა­ნიც­დის და მოს­ვე­ნე­ბას ვერ ვპო­უ­ლობ," - უყვება ირმა ყოჩიაშვილი ჟურნალ "გზას".

2016 წლის 19 ოქტომბერს 76 წლის ირმა ყოჩიშვილმა დედა, ლუბა ყოჩიაშვილი მისი მეგობრის, ბექა შენგელიას დახმარებით მოკლა, გვამი დაანაწევრეს და შემდეგ დაწვეს. სასამართლომ ბექა შენგელიას უვადო, ხოლო ირმა ყოჩიაშვილს ოცი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევა, ამავე საქმეში იკვეთება კანიბალიზმის ეპიზოდიც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42