რა ინფორმაციის მატარებელია ვახო ჩიქოვანის მობილური - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის ტელეფონიდან წაშლილი ფაილების აღდგენის თხოვნით, საქართველო ისრაელს მიმართავს
სამართალი - 15:37, 21 Aug, 2020     3501
19 წლის ფეხბურთელის, მკვლელობის საქმე - საქართველო შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ტელეფონებიდან წაშლილი ფაილების აღდგენის თხოვნით ისრაელს მიმართავს.
დოკუმენტით, რომელიც "ტვ პირველმა" მოიპოვა დგინდება, რომ ვახო ჩიქოვანის მობილურში ფაილები განადგურებულია და მისი აღდგენა საქართველოში ვერ შეძლეს. წაშლილი ფაილების აღდგენა კი მხოლოდ ისრაელის შს საქმეთა სამინისტროს შეუძლია.

დოკუმენტში, რომელიც 5 აგვისტოთი თარიღდება ვკითხულობთ, რომ გამომძიებელი არკად კვანტიანი, ზემდგომ ორგანოებს მიმართავს, რომ საქმის გამოძიებაშ ჩაერთონ ისრაელის სპეციალისტები.
გამომძიებელი დადგენილებაში წერს, რომ ვახო ჩიქოვანის ტელეფონთან დაკავშირებით 2 თვის განმავლობაში გამომძებლები მუშაობდნენ და ცდილობდნენ აღედგინათ მტკიცებულებები, რომლებსაც ვახო ჩიქოვანის ტელეფონი ინახავდა მათ ეს ვერ შეძლეს. გამომძიებელს აქვს ინფორმაცია, რომ ერტადერთი, ვისაც შეუძლია აღნიშნული ფაილების აღდგენა არის ისრაელის სპეციალისტები. ტვ პირველის ინფორმაციით აღნიშნულ საკითხზე საქართველო ისრაელს მიმართავს.

"ვახტანგ ჩიქოვანის სარგებლობაში არსებული Apple წარმოების Iphone 11 პრო მოდელის მობილური ტელეფონიდან გამოძიებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე არსებული/წაშლილი ინფორმაციის ამოღებასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ საექსპერტო დაწესებულებებში დანიშნული იყო საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზები. აღნიშნული ექსპერტიზების ფარგლებში დასახელებული მობილურის მეხსიერებიდან ვერ მოხერხდა წაშლილი ინფორმაციის სრულიუად აღდგენა და ამოღება. Iphone 11 პრო მოდელის მობილური ტელეფონიდან წაშლილი ინფორმაციის ამოღების ტექნიკური შესაძლებლობა აქვს ისრაელის სახელმწიფო ეროვნული პოლიციის საექსპერტო დაწესებულებას.
ვახტანგ ჩიქოვანის სარგებლობაში არსებული მობილურში წაშლილი ინფორმაციის აღდგენას და ამოღებას ესაჭიროება სპეციალური ცოდნა" - აღნიშნულია განცხადებაში.
ის, თუ რა ინფორმაციის მატარებელია ვახო ჩიქოვანის მობილური ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გამომძიებლებმა ვახო ჩიქოვანის საათი უკვე ამოიღეს. საათს უკვე ექსპერტიზა უტარდება. აღნიშნულ საკითხზე ამერიკის ფედერალური ბიურო მუშაობს .

თავად ვახო ჩიქოვანის ოჯახი იმაზე თუ რატომ წაშალა მან მობილური ტელეფონიდან ფაილები და მასალები აცხადებს, რომ ვახოს დასამალი არაფერის აქვს და იგი უდანაშაულოა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42