დღეს ,,რუსთავი 2''-ზე ტირაჟიანი ,,ლოტო 6/42''''-ის ბოლო გათამაშება გაიმართება, ხოლო ყოველდღიური ლოტოს ,,5/35-ოქროს ბურთის'' ბოლო გათამაშება რუსთავი 2-ის ეთერში 24 აგვისტოს გადაიცემა.
,,საქართველოს ეროვნული ლატარიის'' ტირაჟანი ლოტოების გათამაშებები ,,რუსთავი2''-ზე ორწელიწად ნახევრის განმავლობაში გადაიცემოდა. ამ დროის განმავლობაში ,,რუსთავი2-ზე'' მხოლოდ ლოტოებში მოგებულია 8 მილიონ ლარზე მეტი.
,,ლოტო 6/42''-ში გათამაშებულია 5 961 403 ლარი, მათ შორის სამჯერ გათამაშდა ჯეკპოტი:
· 1 188 454 ლარი მოიგეს კვაჭაძეების ოჯახმა ბათუმის დევნილთა დასახლებიდან;
· 857 007 ლარის ჯეკპოტი მოხსნა თბილისელმა პენსიონერმა ლალი ზურაბიშვილმა;
· 547 235 ლარი ჯეკპოტი მოიგო პენსიონერმა თბილისიდან ივანე სომხიშვილმა.
,,რუსთავი 2''-ზე ყოვედღიურ ლოტო ,,5/35-ოქროს ბურთში'' ჯეკპოტი ორჯერ გათამაშდა:
· 218 322 ლარის ჯეკპოტი მოიგო სტუდენტმა გოგონამ ქუტაისიდან ქრისტინა ბურჯანაძემ;
· 129 751 ლარის ჯეკპოტის მოგება ხვდა წილად მარტოხელა დედამ რუსთავიდან ნანული ოსიტაშვილმა,
ჯეკპოტების გარდა ბევრჯერ გადამაშდა მეორე კატეგორია მაქსიმალური მოგებით 131 199 ლარი.
ლოტოს ყოველი გათამაშება ,,რუსთავი2''-ის შემოქმედები გუნდისთვის მოგებასთან და სიხარულთან ასოცირდებოდა. სწორედ ისინი იგებდნენ პირველები მოგებების შესახებ და სწორედ მოგებულებზე ადრე უხაროდათ უცნობი მომხმარებლის მოგება.
როგორც ,,ლოტო 6/42''-ის გათამაშების უცვლელი სახე და წამყვანი თიკა ფაცაცია ამბობს: ,,მას შემდეგ რაც ლოტოს გათამაშებები ,,რუსთავი2''-ზე აღარ გაიმართება, ის ლოტოს ხშირად ითამაშებს და იმედი აქვს რომ მოიგებს კიდეც. მანამდე მას, როგორც გათამაშების წამყვანს, ლოტოს თამაშის უფლება არ ჰქონდა. ,,ყოველი ეთერი განსაკუთრებული იყო, განსაკუთრებული იყო ჩემთვის ყოველი სამშაბათი და პარასკევი, რადგან კვირის ამ დღეებში საღამოს ,,ლოტო6/42''-ის გათამაშება უნდა წამეყვანა, უნდა წამეყვანა მოგებების იმედით, და ზუსტად ისე მიხაროდა ვიღაც მომხმარებლის მოგება, როგორც მას გაუხარდებოდა. განსაკუთრებული და დაუვიწყარი იყო სამჯერ გათამაშებული ჯეკპოტის დროს წამოსული ემოცია, სიხრულისგან ბოლო ხმაზე ვყვიროდი და ლოტოტრონის გარშემო დავრბოდი. ლატარია ჩემი თამაშიცაა, კომპანიას ვუსურვებ წარმატებას, ჩემს თავს კი ბევრ და დიდ მოგებებს.'' - ასე იხსენებს ,,ლოტო 6/42''-ის წაყვანის ორწელიწადნახევრის პერიოდს თიკა ფაცაცია.
,,საქართველოს ეროვნული ლატარია'' უდიდეს მადლობა უხდის ,,რუსთავი2''-ს და ლატარიის გადაცემების მთელ შემოქმედებით გუნდს ნაყოფიერი თანამშრომლობისთის და ლატარიის სახეობების პოპულარიზაციისთვის.
მასალის გამოყენების პირობები