ხმაური მცხეთის სასამართლოში - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ზ.ხ. ცუდად გახდა, სხდომა დროებით შეჩერდა
სამართალი - 12:22, 21 Aug, 2020     1836

19 წლის ფეხბურთელის საქმე - გიორგი შაქარაშვილის საქმის არასრულწლოვანი ბრალდებული ზ.ხ. მცხეთის სასამართლოში, პროცესზე ცუდად გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. პროცესი კი შეწყდა. ამის შესახებ, მცხეთის რაიონული სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებს ადვოკატებმა აცნობეს.

ზ.ხ. უკვე მეოთხე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის საქმიდან იმ პროკურორის აცილებას ითხოვს, რომელმაც ჩვენება მისივე თქმით, ძალადობის შედეგად მიაცემინა, გარდა ამისა, ზ.ხ. ითხოვს, რომ სიცრუის დეტექტორზე დაკითხონ.

უფლებადამცველები კი არასრულწლოვნების უფლებების დარღვევასა და მცხეთის რაიონული სასამართლოს პრობლემებზე საუბრობენ. ადვოკატები იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მიმართავენ, მოაწესრიგოს სასამართლოს შენობაში ინვენტარის პრობლემა, რადგან მათი თქმით, სასამართლო დარბაზში არ არის საჭირო რაოდენობის მაგიდები, სკამები და ვერ სარგებლობენ ელექტრონული საშუალებებით.

" ქალბატონო თეა, იქნებ დაგვდოთ პატივი და გამოგვიყოთ 5 მაგიდა "- მიმართავენ ადვოკატები წულუკიანს.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში 6 არასრულწლოვნის მორიგი სასამართლო იმართება. პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, პროკურატურა საკუთარ მოწმეებს გამოკითხავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42