სექტემბერში თბილისს კიდევ ერთი ადგილი შეემატება, სადაც ჩამოსულ სტუმრებსა თუ ადგილობრივებს ქართული და ევროპული კერძების დაგემოვნება შეეძლებათ. „ნინიას ბაღი“ ასე ჰქვია ახალ რესტორნს, რომელიც თიბისის მხარდაჭერით აშენდა. რესტორანი საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე მოეწყო, მას აქვს ეზო ანუ ღია სივრცე სტუმრების მისაღებად და 150-მდე ადამიანის გამასპინძლება შეუძლია.
„ნინიას ბაღის“ დამფუძნებელი შეფ-მზარეული და რესტორატორი მერიკო გუბელაძეა, ის ამბობს, რომ პანდემიის რთული პერიოდის მიუხედავად აღნიშნულ პროექტზე მუშაობა არ შეუჩერებიათ.
„რესტორნის გახსნისთვის საუკეთესო დრო არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ მშენებლობის პროცესი ბოლომდე მივიყვანეთ, ახლა კი მიმდინარეობს რესტორნის რემონტი და აღჭურვა. აქ იქნება ექსპერიმენტული სამზარეულო და მე თავად ვიქნები მზარეული ორ სხვა მზარეულთან ერთად,“ - ამბობს მერიკო გუბელაძე.
„ნინიას ბაღი“ „შავი ლომის“, კაფე „ლეილას“ და „ლისი რესტის“ შემდეგ მეოთხე რესტორანია, რომელიც მერიკო გუბელაძემ დააფუძნა. მთლიანობაში ახალ რესტორანში 30-მდე ადამიანი დასაქმდება.
მასალის გამოყენების პირობები