ასაკი არ განსაზღვრავს სექსის ხარისხს უმეტესწილად. საუკეთესო სექსისთვის სხვა მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მიუხედავად ამისა, შეკითხვაზე „რა ასაკის წყვილებს აქვთ საუკეთესო სექსი“ პასუხი 2018 წლის კვლევით გაიცა. 5 000 კაცში ჩატარებული კვლევის მიხედვით 66 წლის ქალებს და 64 წლის მამაკაცებს აქვთ საუკეთესო სექსი ცხოვრებაში. თქვენ გაოცებული ხართ ამ პასუხით? მოგახსენებთ, რომ ეს სიურპრიზი არ ყოფილა ჰოლი რიჩმონდისთვის, რომელიც სექს თერაპისტია.
„საუკეთესო სექსი „ბრწყინვალე“ სხეულთან, ახალგაზრდობასთან ან რაიმე კულტურულ სტანდარტებთან არ არის დაკავშირებული. სექსი საუკეთესო მაშინაა, როდესაც საკუთარ თავს იცნობ და შენს პარტნიორთან კომუნიკაციაც დამყარებული გაქვს ისე, რომ ის თავს ბედნიერად გრძნობს.“ - აცხადებს ჰოლი რიჩმონდი.
50 წელს გადაცილებულმა ადამიანებმა გამოცდილებითა და თვითდაჯერებულობით იციან, თუ რა სურთ თავად მათ და მის პარტნიორს.
თუ თქვენ ასაკი არ არის ორნიშნა და თან 6-ით არ იწყება, არ ჩამოუშვათ ცხვირი. „საუკეთესო სექსი“ მეტად სუბიექტური ტერმინია. შესაძლოა ადამიანთა უმეტესობისთვის ეს დაახლოებით სამოცი წლის ასაკში ხდება, თუმცა დარწმუნებული იყავით, რომ თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, 18 წლის ასაკშიც შეძლებთ საუკეთესო სექსის ქონას.
მასალის გამოყენების პირობები






