სექსის დროს ალბათ ამაზე ნაკლებად ფიქრობთ, თუმცა ქიმიკალიები და თქვენი ტვინი იმაზე მეტად არიან საქმეში ჩართული ვიდრე თქვენ გგონიათ. სწავლებამ აჩვენა, რომ ორგაზმამდე, ორგაზმის დროს და მის შემდეგ ტვინის მრავალი ტერიტორია აქტიურდება ან/და ითიშება.
ლიმბური სისტემა აკონტროლებს მრავალფეროვან ფუნქციებს, როგორებიცაა ემოციები, ქცევა, მოტივაცია, გრძელვადიანი მეხსიერება და ყნოსვა. სექსის დროს ის აქტიურდება. თუმცა არსებობს ტვინის ისეთი უბნები, რომელიც პირიქით ითიშება. ერთ-ერთი ასეთი უბანი პასუხისმგებელია სოციალურ განსჯასა და ინფორმირებულობაზე. სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ „სიყვარული ბრმაა“. უბანი, რომელიც თვით-შეგნებაზეა პასუხისმგებელი ასევე გამორთულ მდგომარეობაშია სექსის დროს. ასეთი „ნერვული განმუხრუჭება“ ეხმარება ქალს ორგაზმის განცდაში.
თქვენი ტვინი გამოიმუშავებს დოფამინს. .დოფამინი ნეიროტრანსმიტერია. ეს არის ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის ბედნიერების განცდაზე. უფრო ზუსტად კი ის გვიტოვებს კმაყოფილების შეგრძნებას. ამ უბნის გაღიზიანება ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები საკვებს მიირთმევენ ან ნარკოტიკებს იღებენ. სექსის დროს ტვინი გამოიმუშავებს ოქსიტოცინსაც, რომელიც ცნობილია, როგორც სინაზისა და ნდობის ჰორმონი. მისი წარმოქმნა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას ხდება. ის ზრდის მიჯაჭვულობის შეგრძნებას. ვასოპრესინი კი დაკავშირებულია ნდობასთან, ემპათიასთან და სექსუალურ მონოგამიასთან.
სეროტონინი, იგივე ბედნიერების ჰორმონი, ქიმიური ნივთიერებაა, რომლის გამომუშავებაც ნერვულ უჯრედებში ხდება და დიდ გავლენას ახდენს ხასიათსა და განწყობაზე. სეროტონინის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ამინომჟავა ტრიპტოფანი, რომელსაც ორგანიზმი ძირითადად საკვებიდან იღებს. სეროტონინი სექსის დროს გამომუშავდება.
მასალის გამოყენების პირობები






