
დაამონტაჟეთ გარე განათების ფანარი მოძრაობის სენსორით
ახალ ამბავს არ წარმოადგენს ის, რომ ქურდებს არ უყვართ ყურადღების მიქცევა. ისინი ჩუმად მოქმედებენ და ცდილობენ მაქსიმალურად ამოფარებულ მდგომარეობაში ყოფნას. დაამონტაჟეთ სახლში გარე განათების ფანარი, რომელიც მოძრაობაზე რეაგირებს. ასე თქვენ მოულოდნელობის ეფექტს შექმნით და ქურდებს დააფრთხობთ.

ავტომატიზირებული განათების დაყენება
პოტენციური ქურდისთვის ჩაბნელებული სახლი ნიშნავს ცარიელს. თუ გსურთ შექმნათ ილუზია, რომ სახლში ხართ, ამისთვის შუქები გარკვეული ლოგიკის მიხედვით უნდა იყოს ანთებული. როცა ადამიანს ღვიძავს და განათება საჭიროა, ის ჩართული უნდა იყოს, თუმცა ღამით, როდესაც სავარაუდოდ გძინავთ, ის ჩამქრალი უნდა იყოს. სმარტ განათების სისტემის წყალობით თქვენ ამ პრობლემას მოხსნით. განათების ავტომატიზირება გულისხმობს განათების მართვას, როგორც არსებული ტრადიციული მეთოდით, ისე დისტანციურად, მანძილის შეუზღუდავად.

დატოვეთ ტელევიზორი ჩართული
თუ თქვენი საცხოვრებელი სახლიდან 1 დღით მიდიხართ, დატოვეთ ტელევიზორი ჩართული. სახლიდან გამოსული ხმაური ქურდებს დააფრთხობს.

ავტოფარეხის წინ გააჩერეთ მანქანა
თქვენი სახლიდან მანქანით გამგზავრების შემთხვევაში თხოვეთ მეზობლებს დააყენონ მანქანა თქვენი ავტოფარეხის წინ. ქურდები იფიქრებენ, რომ მანქანის პატრონიც სახლშია და მოერიდებიან კრიმინალურ საქმიანობას.
მასალის გამოყენების პირობები






