ცუდო ადამიანო ! შეგიძლია ცოტა ძაღლებზეც იფიქრო? ისინი თქვენი ერთგული მეგობრები არიან, მაგრამ ზოგჯერ ნებსით თუ უნებლიედ ვაღიზიანებთ. ჩვენ გეტყვით რამოდენიმე შეცდომას, რომელსაც მათთან ურთიერთობაში ვუშვებთ.

ჩახუტება
გიფიქრიათ თუ არა იმაზე, თუ რატომ იყინება ძაღლი, როდესაც ეხუტებით? ექიმი ბრაუნი მარტივ პასუხს სცემს დასმულ შეკითხვას: „ძაღლების უმეტესობას ჩახუტება ეზიზღება. მან შესაძლოა ოთხფეხა მეგობრებში მღელვარება გამოიწვიოს. თუ თქვენ ვერ ითმენთ ან სახლში გყავთ შვილი, რომელსაც ძაღლი იმდენად უყვარს, რომ სულ ცდილობს ჩახუტებას, ექიმი ბრაუნი გირჩევთ, რომ ეს გვერდიდან გააკეთოთ და მისცეთ ძაღლს მეტი თავისუფლება. ჩახუტების დროს შეეცადეთ ძაღლი თავად მოვიდეს თქვენთან და ადგილი არ ჰქონდეს იძულებას.

სიცხეში სეირნობა
ისევე როგორც ადამიანებს, ძაღლებსაც სძულთ სიცხე. ზაფხულის ცხელ დღეებში ნუ გადაწყვეტთ ძაღლის გასეირნებას. ქუჩაში შეგიძლიათ საღამოს გამოხვიდეთ თქვენს ოთხფეხა მეგობართან ერთად. წარმოიდგინეთ ფეხშიშველი რომ იდგეთ ასფალტზე, რამდენად უსიამოვნო შეგრძნება გექნებათ სიცხის თვალსაზრისით? ძაღლებსაც უხურთ თათები და შესაძლოა მათ ისინი დაიწვან კიდეც.

დაჭიმულობა
შევეცდებით მარტივად აგიხსნათ რას ვგულისხმობთ დაჭიმულობაში. ალბათ ყველას გვქონია შემთხვევა, როდესაც ძაღლი სეირნობის დროს გარბის. ამ დროს თქვენ მის დამორჩილებას ცდილობთ და საბელის მეშვეობით თქვენსკენ ექაჩებით. ეს იმიტომ ხდება, რომ ძაღლს რაღაც აინტერესებს და თქვენზე მეტ ყურადღებას მას უთმობს. ასწავლეთ ძაღლებს, რომ მუდამ თქვენს გვერდზე იყვნენ და ნებართვის გარეშე არსად წავიდნენ. ამით თქვენ ძალადობის ნაცვლად მეტად კომუნიკაბელური ხდებით თქვენს მეგობართან.

მარტივად პროგნოზირებადობა
ბევრი ძაღლისთვის გარეთ გასვლა ერთ რამესთან ასოცირდება: ბურთის დევნასთან. თუმცა უნდა იცოდეთ, რომ მათ სხვა ტიპის თამაშებიც უყვართ. მაგალითად, მათ უყვართ ე.წ ურყევი კონკურენტული ბრძოლა, როდესაც გამარჯვებული ისაა, ვინც თავისკენ გადაქაჩავს თოკის მეორე ბოლოში მყოფ კონკურენტს. ამ დროს უნდა შემოიღოთ ერთი წესი: თუ კბილი ან ბრჭყალები თქვენს კანს შეეხება, თამაში დასრულებულია და ძაღლი დამარცხებული. ასე უნდა მიაჩვიოთ იგი წესების დაცვას, რათა თქვენი ჯანმრთელობა არ ჩავარდეს საფრთხის ქვეშ.

სხვა ძაღლებთან მეგობრობის იძულება
თუ ძაღლების გარკვეულ კატეგორიას უყვარს პარკში სხვა ძაღლებთან თამაში, არიან ისეთებიც, რომლებსაც ეშინიათ სხვა ძაღლების ან თავს კომფორტულად არ გრძნობენ მათთან. თქვენი მიზანი არ უნდა იყოს სხვა ოთხფეხებთან თქვენი ძაღლის დამეგობრება, თქვენი ვალდებულებაა მისთვის ბედნიერი ადგილის პოვნა.
მასალის გამოყენების პირობები






