სადაზღვევო კომპანია ალდაგმა, ბათუმის ოფისში, კომპანია MGL Georgia-სთვის ტვირთების დაზღვევასა და გადამზიდავი კომპანიების პასუხისმგებლობის დაზღვევაზე საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრის მიზანი იყო MGL Georgia-ს მომხმარებელი კომპანიებისათვის დაზღვევის პროდუქტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, რათა ამ კომპანიებმა სრულფასოვნად შეძლონ ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევა.
MGL Georgia ქართულ-ბულგარული სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიაა, რომელიც ფლობს „ა“კლასის გადამზიდავის სტატუსს და აქვს NVOCC ლიცენზია. არის საერთაშორისო ორგანიზაციების WCA, FIATA, AFG, NSBS წევრი და კოპანიებს სთავაზობს საერთაშორისო გადაზიდვებს რკინიგზით, ხმელეთით, ჰაერით და ზღვით, ასევე სასაწყობე მომსახურეობას და საბაჟო სერვისს.
MGL Georgia-სთან ალდაგს მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს. კომპანია წლების განმავლობაში სარგებლობს ალდაგის სადაზღვევო პროდუქტებით, როგორიცაა: კონტეინერების დაზღვევა, გადამზიდავის პასუხისმგებლობის დაზღვევა, ტვირთების დაზღვევა, ავტომობილების დაზღვევა.
„MGL Georgia ალდაგის სტრატეგიული პარტნიორია. ალდაგი ერთი მხრივ აზღვევს MGL Georgias პასუხისმგებლობას, და მეორე მხრივ, MGL Georgia-ს კლიენტებს სთავაზობს ტვირთების დაზღვევას და სხვა სადაზღვევო გადაწყვეტებს, რომლებიც მათ ტვირთს სხვადასხვა სატრანსპორტო რისკებისგან დააზღვევს,. შეხვედრის მიზანი იყო MGL Georgia-სთვის ალდაგის პროდუქტებისა და შეთავაზებების შესახებ სრული და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, რათა მათ შეძლონ უზრუნველყონ თავისი კლიენტები დაზღვევის სრულფასოვანი პაკეტებით,“- განაცხადა ალდაგის ბათუმის ოფისის დირექტორმა, ნონა ბარამიამ.
„MGL ჯგუფი მრავალი წელია სთავაზობს ბაზარს რისკების სწორად შეფასებას და მათ პრევენციას. გამოცდილი და სანდო პარტნიორების მეშვეობით ჩვენი კომპანია ნერგავს ბაზარზე უსაფრთხო მომსახურებას, რომელიც დაფუძნებულია სწორი ინფორმაციის გაცვლაზე,“- განაცხადა MGL Geogria-ს დირექტორმა ლალი ოყუჯავამ.
მასალის გამოყენების პირობები