"მალე გვექნება სიურპრიზი ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად" - შაქარაშვილის საქმის ბრალდებულის ადვოკატებმა არაგვის ხიდთან საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს
სამართალი - 10:41, 19 Aug, 2020     2068

მცხეთაში, არაგვის ხიდთან გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გამოძების ფარგლებში, ბრალდებულის ადვოკატების მიერ საგამოძიები ექსპერიმენტი ჩატარდა.
ექსპერიმენტის მიზანი იყო დაედგინათ, შესაძლებელი იყო თუ არა რამდენიმე წუთში არაგვის ხეობაში ჩასვლა, ჩხუბი, მკვლელობა და შემდეგ უკან, მანქანაში დაბრუნება.ექსპერიმენტი მთელი ღამე გაგრძელდა და დილით 6 სთ-თვის დასრულდა.
ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატის, თეიმურაზ მაისურაძის განცხადებით, მცხეთაში, არაგვის ხიდთან ჩატარებულმა ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ჩვენებები ტყუილია.

“თუ მართლა ახლო მანძილში მისდევდნენ ამ სამ პიროვნებას, მაშინ მდევარი ადვილად დაინახავდა, ვინ სად დაიმალა, ვერ დაინახავდნენ შაქარაშვილს, საით გაიქცა. დაინახავდნენ ახვლედიანს და ამირხანაშვილს. არ გაეკიდებოდნენ იმას, ვისაც ვერ ხედავდნენ. ადვილად მიაგნებდნენ როგორც ამირხანაშვილს, ისე ახვლედიანს. კიდევ ერთი ექსპერიმენტი ხილვადობის არქონის გამო პრაქტიკულად შეუძლებელია. არაგვის ხიდის ქვეშ არაფერი არ ჩანს. თუ შაქარაშვილი იქ ჩავიდოდა, ის აუცილებლად დაგორდებოდა, დაუზიანდებოდა პერანგი , ხელები, თავი, რასაც არცერთი ექსპერტიზა არ ადასტურებს. შაქარაშვილი მდინარის პირას ვერ მივიდოდა. გამაოგნებელია ეს დრამატურგია გამოძიების, რომ წყალში უნდა შეხვიდე, რომ ჩანთა დადო ჯებირზე. გამოდის, რომ შაქარაშვილი წყალში შევიდა და ჯებირზე, მაღლა დადო ჩანთა?

იცოდნენ, რომ ეს არაა ამომწურავი ექსპერიმენტი, სულ მალე გვექნება სიურპრიზი ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად”, - განაცხადა მაისურაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42